ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება ჟურნალ „მნათობის“ პირველი ნომრის გამოცემის თაობაზე.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის წერილი „ნეკრო-ლო-ღი“ ციურიხში გარდაცვლილი 22 წლის სტუდენტის, ვლადიმერ ნიკოლაძის შესახებ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ პროფესორმა კარლ ლემან-ჰაუპტმა არ შეასრულა დანაპირები და არ გამოუგზავნა საკუთარი ნაშრომი „Armenian Einst und Jetzt“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული პირველი ოთხმოცი ხელნაწერი აღუწერია თედო ჟორდანიას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ გამოაქვეყნა „სიგელ-გუჯართა მოკლე აღწერა“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ორ წიგნად გამოსცა ქართული მწერლობა, რომლის მეორე ტომში შევიდა „ზარზმელის ცხოვრება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე წიგნში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის მიერ ნათარგმნი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „დემონი“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი წინასიტყვაობითა და განმარტებით ორჯერ გამოიცა აბდულ-მესიანი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი ხელშეწყობით გამოიცა ათონის 1074 წლის ხელნაწერი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ გამოსაცემად მოამზადა ჩახრუხაძის „თამარიანი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილ ავტობიოგრაფიაში მოსე ჯანაშვილი აღნიშნავდა, რომ ჩახრუხაძის „თამარიანში“ მან სცადა ტექსტი ისე დაელაგებინა, როგორც თავდაპირველად იყო ჩაწერილი.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ და პოემა „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“, ნიკო ნიკოლაძის ნარკვევები „ნაპოლეონ მესამის ცხოვრება“, „ახალი ახალგაზრდობა“ და „გლეხური სიმღერა“ და ნიკოლოზ ცხვედაძის „დასავლეთი ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით XIX საუკუნეში“.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგე იყო პროფესორი კორნელი კეკელიძე.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის კორნელი კეკელიძის ასისტენტები იყვნენ მოსე ჯანაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა დაწერა მონოგრაფიები ჩერქეზების, აბაზგების, ჩეჩნების, ლეკებისა და მათი გმირების შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 აპრილს სოფელ ბანძაში მოყვარულმა მსახიობებმა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი უილიამ შექსპირის დრამა „ვენეციელი ვაჭარი“ წარმოადგინეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა დაწერა გეოგრაფიულ-ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომი „საინგილო“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა ნაშრომი „Тигран Эдуардович“ გაზეთ „Тифлисский листок“-ში დაბეჭდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქეთევან მამაცაშვილი და ივანე ერისთავი გორის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ჟურნალ „კრებულის“ სარედაქციო საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, სერგეი მესხი, რაფიელ ერისთავი, მამია გურიელი, პეტრე უმიკაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე, გიორგი ჭალადიდელი, დავით ერისთავი, დიმიტრი ყაზბეგი და ნიკო ცხვედაძე ჟურნალ „კრებულს“ სტატიების გაგზავნას შეჰპირდნენ გამოსაქვეყნებლად.