ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილისა ქუთაისის სკოლაში ოცდაორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი შეადგენდა 1050 მანეთს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ საპატიო წევრებად აირჩია ძმები ლევან, პეტრე, იაკობ და სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები.

1905

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ე. ა. ყაზახიშვილმა თბილისის საქალებო გიმნაზია დაამთავრა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი იოსებ ივანეს ძე ოცხელი იყო 39 წლის, დასაოჯახებელი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძემ დაასრულა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს წიგნის მაღაზიის შემოსავალი 1561 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობის ჟურნალები სწორად არ იყო შედგენილი. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ასწავლიდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ ისწავლეს სამი მოთხრობა; „ბუნებისმეტყველებიდან“ – 26 სტატია და 10 ლექსი; გრამატიკიდან – მეტყველების ნაწილები ზმნამდე და ბრუნვა; რუსული ენის სახელმძღვანელო – 66-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – წერით სამი მოქმედება: შეკრება, გამოკლება და გამრავლება, აგრეთვე, სიგრძის, წონისა და დროის ერთეულები; საღვთო სჯულიდან – ძველი და ახალი აღთქმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანის სახელმძღვანელოდან და ლოცვები. ასევე მოსწავლეებმა იცოდნენ სამშობლოს აღწერა – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი 44 წლის იყო.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „ბუნების კარის“ გვ. 133-150 და 156-198, აგრეთვე, ცამეტი ლექსი ზეპირად და არაკი „სამი ძმა"; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები ვახტანგ გორგასლის შესახებ; გრამატიკა – სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოთი; რუსული ენის სახელმძღვანელოდან – პროგრამის მცირე ნაწილი და გაიმეორეს გასულ წელს ნასწავლი მასალა; გრამატიკიდან – ბრუნვა; ანგარიშიდან – ოთხივე მოქმედება; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმის ათი ტექსტი და ახალი აღთქმა ამაღლებამდე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ გვ. 61-107, ცხრა არაკი და ლექსები ისწავლეს, წაიკითხეს ეგნატე ნინოშვილის სამი მოთხრობა და ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები: ფარნავაზის, წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის, არაბთა შემოსევის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა რუსული ენის სახელმძღვანელო 100 გვერდამდე ისწავლეს; ათი არაკი და ლექსები – 14 გვერდამდე; წაიკითხეს ლევ ტოლსტოის პირველი და მე-2 წიგნი; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; შეეძლოთ ზამთრის სურათის აღწერა; მათემატიკიდან იცოდნენ ოთხივე მოქმედება, შედგენილი რიცხვები, ამოცანები შეკრება-გამოკლებაზე; სამშობლოს აღწერიდან – დასავლეთი საქართველო; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და თორმეტი დღესასწაული, მთავარი ლოცვები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე და ქართველ წმინდანთა ცხოვრება: წმ. ნინოს, ანდრია მოციქულის, დავითისა და კონსტანტინესი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო 300 მანეთი გადაიხადეს იყვნენ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი), ბარბარე ერეკლეს ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონისა (მუხრანსკისა) და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილმა დაასრულა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის სკოლის პირველი განყოფილების პედაგოგი იყო, იქ თორმეტი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 670 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი ერთი წელი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 360 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ე. ა. ყაზახიშვილი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელმა დაასრულა ნოვოროსიის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილმა დაასრულა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წევრობის უფლება ჩამოერთმეოდა იმ წევრს, რომელიც ერთი წლის საწევრო გადასახადს არ გადაიხდიდა. წევრობის უფლებას კი მიიღებდა მაშინ, როცა დარჩენილ ერთიან საწევრო გადასახადს დაფარავდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სილოვან თომას ძე ხუნდაძემ დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი.

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი გომარეთის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 83 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, დაკმაყოფილებულიყო ივანე როსტომაშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან „დროებისა“ და “ივერიის“ რამდენიმე დღით სახლში წაღების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.