ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1893 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გამო დუტუ მეგრელს ექვსი წლის განმავლობაში უწევდა საქართველოსა და ოდესას შორის მოგზაურობა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1893 წლებში ალექსანდრე გარსევანიშვილმა დუტუ მეგრელის ერთ-ერთ მოთხრობას მიუძღვნა წერილი „Тип дворянина-кулака в грузинской литературе“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1893 წლებში დუტუ მეგრელის ერთ-ერთ მოთხრობას ალექსანდრე გარსევანიშვილმა ვრცელი წერილი მიუძღვნა რუსულ გაზეთში „Новое обозрение“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ვასილ წერეთელი არასაიმედო პოლიტიკური საქმიანობის გამო ოდესის უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევების შემდეგ, ვასილ წერეთელი საქართველოში გადმოიყვანეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს შვეიცარიიდან დაბრუნებულ ივანე მაჭავარიანს ჩინოვნიკად მუშაობა არ სურდა

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანი და „მოამბის“ რედაქცია ჰონორარს თითქმის არავის აძლევდნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1899 წლებში „მოამბის“ ნომრების შედგენა ძირითადად ივანე მაჭავარიანს ევალებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანი ადგენდა „მოამბის“ შინაურ ქრონიკას.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანის თარგმანები „მოამბეში“ იბეჭდებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანს მწერლობა ხალხის განათლებისა და რევოლუციის გამარჯვების უმთავრეს საშუალებად მიაჩნდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1899 წლებში ცენზურა უზღუდავდა ნაწარმოებებში საკუთარი აზრის გამოხატვას ივანე მაჭავარიანს და იმდროინდელ სხვა მწერლებს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანს და სხვა იმდროინდელ მწერლებს თარგმანებში უფრო შეეძლოთ საკუთარი აზრებისა და მოქალაქეობრივი პოზოციის გამოხატვა, თუ რა თქმა უნდა, თარგმანი დაშვებული იყო რუსეთის ცენზურის მიერ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანს და სხვა იმდროინდელ მწერლებს თარგმანებში უფრო შეეძლოთ საკუთარი აზრებისა და მოქალაქეობრივი პოზოციის გამოხატვა, რადგან რუსული ცენზურის მიერ დაშვებულ თარგმანებს ადგილობრივი ცენზორი აღარ ამოწმებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ცენზურას შეუმჩნეველი დარჩა ივანე მაჭავარიანის ჩამატებული შენიშვნები ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორიაში“, რომელიც ამ წლებში „მოამბეში“ იბეჭდებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანმა თარგმნა ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“ „მოამბეში“ იბეჭდებოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს მეტად ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან. აღელვების შედეგად დიმიტრის სისხლით ხველება დაეწყო და ექიმის რჩევით ის და დედამისი საქართველოში დაბრუნდნენ.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს გიორგი ლასხიშვილი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლავროვის „ისტორიული წერილები“.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე 1887 წელს სოფ. თორტიზაში დაიბადა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში. იქ ერთი წელი დაჰყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „გურიის ამბები“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოცდაჩვიდმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავით გიორგის ძე ერისთავის პიესები თბილისის თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს და იუბილეს აღსანიშნავად 2 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოდგენას გამართავდა.