ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობებს როგორმე უნდა გაეთავისებინათ, რომ საკუთარი როლის ცოდნა აუცილებელი იყო, რათა შთამბეჭდავად ეთამაშათ და არტისტის სახელი ღირსეულად ეტარებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თეატრს ძირი გამოუთხარა მსახიობების უგულო და დაუდევარმა შესრულებამ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ საზოგადოება ითმენდა თეატრში უხარისხო წარმოდგენებს, თუმცა არავის ჰქონდა უფლება მათი მოთმინებით ესარგებლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ დრამატურგს თავის პიესაში სასაცილოდ ადამიანის არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი ნაკლი უნდა წარმოეჩინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ შაბათს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 25 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ეკონომიკური განწყობილობა გერმანიაში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა სომხურ სცენაზე გამართულ თავის ბენეფისზე წარმოადგინა შექსპირის პიესა „ოტელო“ ძალიან შემოკლებული ვერსიით. მან შექსპირის ავტორობა სრულიად გააქრო და დაამახინჯა წარმოდგენა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფსევდონიმი იყო მოლა ბაშირი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ არტისტს მხოლოდ ჭკუისა და ნიჭის წყალობით შეეძლო სახელი გაეთქვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობს ნიჭის გარდა გონიერებაც სჭირდებოდა, რათა თავისი როლი სრულყოფილად შეესრულებინა. სასცენო ხელოვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ნიჭისა და ჭკუის თანხვედრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ყველა ნიჭიერ მსახიობს შეეძლო ეგრძნო თავისი როლი, თუმცა ეს არ კმაროდა და როლის გააზრება, გათავისება იყო უმნიშვნელოვანესი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ადამიანის ნიჭი და ჭკუა თანაბარწილად სრულყოფდა ხელოვნებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ტფილისიდამ თეირანს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის საგარეო პოლიტიკა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 თებერვლის გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი, მიმართული გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიას ფელეტონების წინააღმდეგ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები ევროპაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „იტალია და რომის პაპი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს შენიშნეს ერთი ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ მას გავარჯიშებული და ტკბილი ხმა ჰქონდა პოეტურ ნაწილში, სადაც აუცილებლად საჭირო იყო მაღალი ხმა დაბალ რეგისტრში ასრულებდა როლს, რის გამოც ძალიან გაუჭირდებოდა ზოგიერთი ტრაგიკული როლის განსახიერება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეოთხე მოქმედებაში საუცხოოდ ითამაშა და აღაფრთოვანა მაყურებელი. ასევე, ბოლო მოქმედებაშიც კარგად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეორე მოქმედებაში მისი დონის არტისტისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ თამაშისას ეტყობოდა, რომ როლს პირველად ასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ როლი ისე არ ჰქონდა ნასწავლი, როგორც თავის ნიჭს შეეფერებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ კარლ გუცკოვი ეკუთვნოდა იმ გერმანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა რაზმს, რომელსაც „ახალგაზრდა გერმანიას“ უწოდებდნენ.