ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3805.36 მანეთი ჰქონდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდროვსკის უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ მათ ორი მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1901-1902 წლების გაკვეთილების ცხრილი გაუგზავნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს როტმისტრი მამია დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანდრია დავითის ძე ბახტაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი გორდეზიანის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ბარბარე მერაბის ასული ანდრონიკაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის კონსერვატორიას თამარ შიუკაშვილის სწავლის საფასურის დასაფარად 75 მანეთი გაუგზავნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ადელაიდა აბაშიძე-გორლენკომ საწევრო, 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22519.82 მანეთს შეადგენდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გიორგი ყაზარას ძე ათაბეგოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11615.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 სააგენტო წიგნაკის გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის ნებართვა მოეპოვებინათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა სვანეთის სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემების ნახევარ ფასად გადაცემის შესახებ.

1879

ტიპი: სტატუსი

გენერალ-მაიორი გიორგი ივანეს ძე აბაშიძე 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე-გორლენკო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. კონტუათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელთა უმცირესი ჯამაგირი წელიწადში 360 მანეთით განისაზღვრა, ყოველი სამი წლის ნამსახურობის შემდეგ ემატებოდა 60 მანეთი, ვიდრე 600 მანეთამდე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 14 სკოლა ჰქონდა. გერგეთის, გომარეთის, საგურამოს, ყალამშიის, ბათუმის, ბაქოს, თელავის, კავკავისა და სოხუმის სკოლებს საზოგადოება სრულად აფინანსებდა. წინარეხის, გიორგიწმინდისა და ნავთლუღის სკოლებს – ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამზადებელ სკოლასა და მის განყოფილებას სენაკში ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ინახავდა.