ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50747

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აქვეყნებდა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების უწყებას, რომ 24 იანვარს ბანკის შენობაში საქველმოქმედო ლატარიის ბილეთები გაიყიდებოდა რუსეთში 1891 წლის მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობის სასარგებლოდ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ელექტრონით განათების მსურველ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ნებართვა ადგილობრივი სატექნიკო დაწესებულებისგან უნდა აეღოთ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს სენაკში გამართული წარმოდგენა საქველმოქმედო იყო და შემოსავალი მოუსავვლიანობის გამო მოშიმშილე რუსეთის მოსახლეობისთვის იყო გამიზნული.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა 18 იანვარს ქუთაისის ახლად შექმნილი ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა კონკურენციას არ გაუწევდა თბილისში არსებულ საზოგადოებას და ხელს შეუწყობდა მისი დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციას.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 18 იანვარი“ დასასრული. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ქართული წიგნების ბეჭდვის ახლად დაარსებულ ამხანაგობის კრებაზე კოტე ბაქრაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე სილოვან ხუნდაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ალექსანდრე ნანეიშვილი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის წევრი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 16 იანვარი“ გაგრძელება. წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავის თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაესწრო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მდივნად ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ადმინისტრატორად სამსონ დათეშიძე აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის ხაზინადრად თომა მთავრიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიან ვოდევილ „მოტიაში“ მონაწილეობას მიიღებდნენ ავალიშვილისა, ჩერქეზიშვილი, არლანი, მესხიევი, აბაშიძე, გედევანოვი, ცაგარელი, კანდელაკი, შათირიშვილი, გუნია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში არტემ ახნაზაროვი წერს ნათლისღების დღესასწაულზე ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩატეხასთან დაკავშირებული ტრაგედიის შესახებ, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.