ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა ლავრენტი ტუღუშმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს ისიხი ნაკაშიძემ და სამუელ კანდელაკმა. მათი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა კონსტანტინე მაყაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1900

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმისა და გამგეობის 1900-1901 საანგარიშო წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურეობა ევალებოდა ადგილობრივ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარე იყო დავით ბაქრაძე, წევრები იყვნენ: დავით ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, კონსტანტინე ბაქრაძე, თ. ა. ერისთავი და იოსებ ოცხელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით დახმარება დავით სარაჯიშვილს სთხოვეს და ისიც დათანხმდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს; ივანე ვაჩნაძემ, გიორგი ამირეჯიბმა და გერასიმე ჯაშმა. მათი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ივანე ელიაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა მათე სუხიაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს დავით მელიქიშვილმა და იოსებ დადიანმა. მათი თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ილია ჭავჭავაძე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ თანამშრომელი მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვმა, რომ გაუგზავნონ მას დაპირებული 100 მანეთიდან რამდენიც შესაძლებელია. გამგეობამ ელენე ჟინოევს 50 მანეთი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიამ მოითხოვა, რომ სენაკის სკოლის გამგეს გამოეგზავნა პედაგოგიური რჩევის სხდომის პროტოკოლები. გამგეობამ ალექსანდრე ჭყონიას მოთხოვნა დაამტკიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ საწერი ქაღალდი, იაკობ გოგებაშვილის 15 „სიტყვის კონა“ და ასევე მთიულებისთვის რამდენიმე პატარა წიგნაკი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე. მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ იმ თვეშივე და როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური ორ ნაწილად უნდ აგაეოთ. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ, რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძემ ახალციხიდან წერილი გაუგზავნა ქშწკგ საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით მოითხოვა, გაეთვალისწინებინათ ახალციხეში ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა და იქ განყოფილების გახსნაზეც ეზრუნათ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 21 თებერვალს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ თბილისის გამგეობას გაუგზავნა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაფუძნების საინიციატივო კომისიის წევრთა სია: თამარა გიორგის ასული ვაჩნაძისა, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი და კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ახალციხიდან იტყობინება, რომ მისი ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ქალაქის საკრებულოს დარბაზში თავი მოეყარა მაზრის მკვიდრი ქართველობისთვის, რათა განეხილათ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ახალციხის ფილიალის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ განზრახვას წინ აღუდგა მაზრის უფროსი – მან ქართველებს არ დართო შეკრების ნება.

1909

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობისგან ითხოვს გადაუდებელ შეწევნას ახალციხის განყოფილების დაფუძნების საქმეში, სახელდობრ: უგზავნის 5-კაციანი საინიციატივო კომისიის წევრთა სიას, რათა თბილისმა ერთ-ერთ მათგანს, როგორც პოლიტიკურად კეთილსაიმედო პირს, მიანიჭოს ოფიციალური უფლებამოსილება მხარის გუბერნატორსა და მაზრის უფროსთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობეს, რომ ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოებისგან (თავმჯდომარე – გიორგი ჭუმბურიძე) თეატრალური სეზონის გახსნის შემდეგ მიიღებედნენ 100 მანეთს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის საქმე გიმნაზიის ინსპექტორ ნ. ნ. ქუთათელაძეს ჩააბარეს. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად არ დანიშნეს, რადგან ამ თანამდებობაზე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი ჰყავდათ დანიშნული და ორი საქმის მწარმოებლი არ სჭირდებოდათ.

1900

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე კონსტანცია მეფისაშვილი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ოლღა გურამიშვილს ხალხში გასავრცელებლად 28 მანეთისა და 65 კაპიკის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოებამ ფილიმონ ქორიძის სიმღერების კრებული გამოსცა.