რეგისტრირებული ფაქტები45928
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ კომისიიის კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა სკოლების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემათა გამორკვევა. კრებას დაესწრნენ კომისიის წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და გამგეობის მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენება, რომ ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის პატრონი სპეციალურად ააშენებდა ფოტოგრაფიისათვის, იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 აპრილს ქართველმა სტუდენტების მიერ პეტერბურგიდან თბილისში ილია ჭავჭავაძისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ საბერძნეთში თანაგრძნობის დეპეშის გაგზავნა უნდოდათ, საბერძნეთის ელჩსაც შეუთანხმდნენ, მაგრამ სტუდენტთა დიდი ნაწილის უარის გამო აღარ გაგზავნეს.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 3 აგვისტოს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან თბილისში წერილით შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, მას იმ წელს აუცილებლად უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი. ის უსახსრობის გამო გამგეობისგან ითხოვდა დახმარებას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკა ცუდ მდგომარეობაში იყო და მის მოსაწესრიგებლად 500 მანეთს გზავნიდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს სთხოვა ჟენევის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მიწოდება და იმ პირთა მოძებნა, რომლებიც წიგნებს აღწერდნენ და ვინც ბიბლიოთეკას ზედამხედველობას გაუწევდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის თებერვალში პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის (მისივე სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას რომ წარმოადგენდა) ხელმძღვანელობა ჟენევის ქართველ სტუდენტობას დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 10 ოქტომბრიდან სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე დაინიშნა ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად ლანჩხუთის ვაჟთა გიმნაზიაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 ოქტომბრიდან სიმონ გაჩეჩილაძე მსახურობდა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგე ანასტასია წერეთელს სთხოვა, დაუყოვნებლივ გადაეტანა სამკითხველო ავლაბარში.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ სხდომებზე დასწრება, ამიტომ კომისიები უნდა გაუქმებულიყო და შემოეღოთ ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს გამგეობა თავის სხდომებზე განიხილავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით სოფო იოსების ასული კიკაჩეიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ მიეცათ იანვრის ხელფასიც, რადგან მან წინარეხის სკოლაში იმსახურა ნახევარი სასწავლო წლის განმავლობაში, და სამსახურის შოვნამდე დაეცდიათ მისთვის გამგეობის ვალის, 53 მანეთის გადახდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მაისს ვერა ივანეს ასული ოლენიცკაია, ვალენტინა გრიგორის ასული პოპოვი, ნადეჟდა დავითის ასული ჩახნაევი და მარია ლოშნოვა ბათუმის ქალთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, მისთვის მიეწერათ, რომ სკამებისა და დაფის შეღებვა შეეკვეთა და ანგარიში გამგეობისთვის გამოეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.