რეგისტრირებული ფაქტები45928
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1879 წლის მოქმედების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ალექსი ჭიჭინაძეს ქუთაისის სააზნაურო მოსამზადებელი სკოლის ზედამხედველობა მიანდო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ოლღა ანტონის ასული ჯაფარიძე, ნინო ივლიანეს ასული აბესაძე, ალექსანდრა სვიმონის ასული ახვლედიანი და ელენე ბესარიონის ასული ჯაფარიძისა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში კლასების მეთვალყურეებად მუშაობდნენ.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 15 მაისისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველ ჯგუფს წარმოადგენდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგი ილია ჭავჭავაძე და წევრები: ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მ. ე. წერეთელი, თევდორე ჟორდანია, ივანე გამყრელიძე, გიორგი თუმანიშვილი, იონა მეუნარგია, გ. კ. უთურგაური.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ერთი თვის ხელფასიდან, რომელიც სამსახურიდან წასვლის გამო ეძლეოდა, მისი ვალი არ დაექვითათ და გადაევადებინათ. კევლიშვილი ასევე ითხოვდა ოთხი თვის ხელფასისა და გათბობაზე მის მიერ დახარჯული 10 მანეთის მიცემას. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს გრიგოლ დავითის ძე ნასარიძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში ექიმად მუშაობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ნოემბერს დანიშნული იყო წიგნების კომისიის პირველი სხდომა პროგრამის განსახილველად. სხდომას უნდა დასწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სიმონ ფირცხალავა, ნინო ელიავა და პელაგია სურგულაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ვასილ ილიას ძე რცხილაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1899
ტიპი: მფლობელობა
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა აღნიშნა, რომ რადგან სამინისტრო და სამრევლო სკოლებში მშობლიური ენა არ ისწავლება, კარგი იქნება, გახსნან წერა-კითხვის სკოლები, რომლებშიც დედაენის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ სამრევლო სკოლების გახსნას ისევ სამინისტრო ტიპის სკოლების გახსნა სჯობია, რადგან სამრევლო სკოლებში მასწავლებელს მთავრობა ნიშნავს და საზოგადოებას ხმის უფლება არ აქვს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გადაწყდა, გამგეობას შეედგინა მთავრობასთან გასაგზავნი შუამდგომლობის ქაღალდი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გადაწყდა, უმაღლესი მთავრობისთვის გაეგზავნათ შუამდგომლობა, რომ კერძო სკოლების გახსნის უფლება მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ ის გადაეყვანათ წინარეხის სკოლის მასწავლებლად თომა კევლიშვილის ნაცვლად, რომელიც სამსახურს თავს ანებებდა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ლევან ფურცელაძის მიერ წარმოდგენილი ყულაბა (N83), რომელშიც აღმოჩნდა 5 მან. 32 კაპ. ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წინარეხის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნის პასუხად გამგეობამ დაადგინა, რომ მისცემოდა იანვრის ხელფასი ოცდაათი მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა ავადმყოფობის გამო მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ერმალოზის ძე კილაძის თხოვნა, რომ დაენიშნათ მასწავლებლად გომარეთის სკოლაში იმ შემთხვევაში, თუ იქაურ მასწავლებელს გადაიყვანდნენ წინარეხში. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და ესაჭიროება დამხმარე პირი, რომელსაც თავისი ხელფასიდან თავად გადაუხდის 20 თუმანს. გამგეობამ მდივანს დამხმარე პირის აყვანის თაობაზე თანხმობა განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისა და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სკოლების რიცხვის გაზრდის საკითხი.