ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49959

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ყაზბეგი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მის დედას, ელისაბედ ყაზბეგს, 26 ივნისს სტეფანწმინდაში დაკრძალავდნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის დედა ელისაბედ ესტატეს ასული ყაზბეგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია ქართული გრამატიკის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაქსიმე ჭანტურიამ განათლება ქუთაისში ალექსი ჭიჭინაძის შემწეობით მიიღო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დაეწერა დისერტაცია თემაზე: „რა გავლენა ჰქონდა ბიზანტიას საქართველოს სახელმწიფო და სოციალურ ცხოვრებაზე“.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის ანთრპოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და ეთნოგრაფიის საიმპერატორი საზოგადოების წევრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ გამართულ ღონისძიებას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ ქუთაისში გამართულ თეატრალურ ღონისძიებებს მაყურებელი არ სწყალობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, თავისი სახელმძღვანელოები – „ბუნების კარი“ და „დედა-ენა“ თავად დაებეჭდა და შემდეგ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი ბუნებრივი სიმდიდრის დასათვალიერებლად მის სტუდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ სულხანიშვილი შილდის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით შილდის სკოლის პედადოგმა ვასილ სულხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ივანე ასაბაშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გალობას ასწავლიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისს ვასილ პეტრიაშვილმა სტუდენტებთან ერთად ზაქარია ჯორჯაძის სარდაფი დაათვალიერა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა 10 ცალი საკითხავი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო დავიდოვმა 25 ცალი რუსულ-ქართული ლექსიკონი და 6 ცალი ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს თბილისში მოსკოვიდან პროფესორი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი ჩამოვიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს გორში ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელის“ წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ს. მგალობლიშვილი, ბ. ყიფშიძისა, და ს. ციციშვილისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კალისტრატე ნესტორის ძე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში მდებარე ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის „თედუა“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისს ქუთაისის საკათედრო სობორში გაბრიელ ცაგარეიშვილმა წირვა აღავლინა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ქართულ-სომხური განყოფილების აღმოსავლეთის ფაკულტეტი ნიკოლოზ იაკობის ძე მარრმა წარმატებით დაასრულა.