ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომლითაც მან ქუთაისის თავდაზნაურთა კრებაზე დიმიტრი ყიფიანს მიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ მეშვეობით დავით წულუკიძემ 29 ივნისისთვის დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების წევრებს კრებაზე დასწრება სთხოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით წულუკიძე ხონის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიიის „ვიქტორ ჰიუგო“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასში შეიძინა 265 ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს ილია ჭავჭავაძის მოსაზრება, რომ საზოგადოების ანგარიშები „ივერიაში“ დაებეჭდათ და ცალკე წიგნად გამოეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მცხეთისა და ვაყის სკოლების საზოგადოების გამგეობისთვის დაქვემდებარების გადაწყვეტილება მიიღეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მირიანაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასების გარკვევა დაავალეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის წერილი ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ რამაზანის დაწყების გამო მოსწავლეებს 4 ივნისს დაითხოვდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ ივანე მუხრან-ბატონის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც მან ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიის „ვიქტორ ჰიუგო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ ღოღობერიძე აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ საქმისმწარმოებლად აირჩია გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ ხაზინადრად აირჩია გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩია ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩია რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩია გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.