ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისიდან ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლად განაგრძობს გაზეთ „ივერიის“ გამოცემას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ივანე მაჩაბელმა გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ ვერ დააკმაყოფილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიური ანგარიში განიხილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივნისში ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“, გამოქვეყნდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ხიზანიშვილის წერილი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძემ წარმოდგენების გამართვასა და დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების წლიური კრება დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილს ვახტან VI-ის „სამართლის წიგნის“ ხელნაწერი დროებით ათხოვეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6) დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის „წამება ქეთევან დედოფლისა“ (ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად. დასასრული), ლორენცო ბენონის „წერილები“ (თარგმანი ელენე მამულაშვილისა), რაფიელ ერისთავის ლექსები: „სესიას ფიქრები“ და „ღამის მეხრე“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის სტატია „სამი ძველი ვარიანტი ქართულის ოთხთავისა ანუ სახარებისა“, რომელიც ავტორმა მომდევნო წელს კავკასიის არქეოლოგიური საზოგადოების სხდომაზე წაიკითხა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის სტატიაში „სამი ძველი ვარიანტი ქართულის ოთხთავისა ანუ სახარებისა“, ავტორი გვაწვდის ცნობას, რომ სახარების მეთერთმეტე საუკუნის (გიორგი მთაწმინდელისეული) თარგმანის ადრინდელი ვარიანტი შესაძლებელია ყოფილიყო 936 წელს მეფე სუმათისთვის გადაწერილი ოთხთავი, რომელიც ჯრუჭის მონასტერში (იმერეთში) იყო დაცული. (ეს ხელნაწერი უნახავს მარი ბროსეს 1848 წელს).

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაურ მიმოხილვა“ რედაქტორი წუხილს გამოთქვამდა დავით ერისთავისა და დიმიტრი ყიფიანის მიერ საადგილმამულო ბანკის უადგილო კრიტიკის თაობაზე.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაურ მიმოხილვა“ რედაქტორი ბანკიდან სესხის გაცემის ლიბერალური და გამარტივებული წესების შემოღების სიკეთეზე საუბრობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომდევნო ნომრიდან გაზეთის რედაქტორი მხოლოდ ილია ჭავჭავაძე იქნებოდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის მაისში გაზეთ „ივერიის“ მეოთხე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომებში მონაწილეობა მიიღო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა ანდრია ღულაძის სტატია „სკოლა და კომიტეტი“. ავტორი წუხდა, რომ საზოგადოებრივ სკოლებს, რომელთაც მართავდა კომიტეტი, მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ, მათ შორის სასწავლო პროცესში, რაც აფერხებდა სკოლის განვითარებას.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) დაბეჭდილ ანდრია ღულაძის სტატიაში „სკოლა და კომიტეტი“ ნათქვამია, რომ სკოლის სასწავლო პროცესის მართვა არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სხვადასხვა მმართველობაზე, რომ „კომიტეტების მოვალეობა უნდა ყოფილიყო მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, და არა მიზნის მიღწევის საშუალება“.