ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ხელახლა გაუგზავნა პასუხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რადგან პირველად გაგზავნილი წერილი უკანვე დაუბრუნდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილი და ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებენ, რომ 50 სასოფლო სკოლა, რომელთაც წარმოადგინეს ანგარიშები, ითხოვდა 1500 მანეთის შემწეობას წიგნებითა და სასკოლო ნივთებით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 24 თებერვალს მიიღო შემდეგი ქართული წიგნები: დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3 ეგზემპლარი, ივანე კერესელიძის ლექსები – 2, ი. გოგებაშვილის „ბუნების კარი“ – 6, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 3, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 2, „წმინდა ნინო“ – 2, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 3, ახალი აღთქმა – 1, ი. გოგებაშვილის „პატარა ბიბლიოთეკა“ – 2, „ლოცვანი“ – 3, ივანე როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, ანთ. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდგან, ყრმათათვის“ – 2, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების წესდებულება – 2, ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 1, ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი, ისტორიული მოთხრობა“ – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, ბ. თუმანიშვილის თარგმნილი – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1 , „არსენას ლექსი“ – 1, „ხორველის ლექსი“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ – 15, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2. ამ წიგნების გარდა სხვა სასწავლო ნივთები სკოლას არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი კიკაჩეიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრისთვის სოფელ ზანის სკოლის 35 მოსწავლიდან ღარიბი იყო 13, მაგრამ უკიდურესად ღარიბი იყო 6, რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი სახსრები წიგნების და ნივთების შესაძენად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი კიკაჩეიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრისთვის სოფელ ზანის სკოლაში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ არავითარი წიგნი და სასწავლო ნივთი არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“, არითმეტიკის სახელმძღვანელო (ნებისმიერი გამოცემა), დ. სოკოლოვის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ აგრეთვე სკოლისათვის გეოგრაფიული რუკა და ნ. ჩუბინაშვილის-რუსულ ქართული ლექსიკონი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ქუთაისში გაყიდვის საკომისიო პირობებით საზოგადოების მიერ გამოცემული „იგავ-არაკების“ 100 ეგზემპლარი გაეგზავნათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კაკაბეთის სკოლისთვის მერხების შესაძენი თანხის სესხად მიეცმა გადაწყვიტეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ საჯარო სამედიცინო ლექციების ჩასატარებლად სახელოსნო სასწავლებლის ან ქალაქის საბჭოს დარბაზი დაექირავებინათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, რუისის სკოლისთვის წიგნების და საასწავლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის გუბერნიის საჭიროებათა სიის შედგენა ადგილობრივი სკოლების დირექტორებს დაევალა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 24 დეკემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომზე ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლების საჭიროებათა სიის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის გუბერნიის საჭიროებათა სიის შედგენა ადგილობრივი სკოლების დირექტორებს დაევალა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის 20 აპრილს მიიღეს სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები, სულ 52 ეგზემპლარი, მაგრამ არ მიუღიათ ცნობა, ვისგან და რა მიზნით იყო გამოგზავნილი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მარკოზ რიჟამაძის ცნობით, 1881 წლის 22 დეკემბრისთვის სოფელ სიმონეთის სკოლაში სწავლობდა 36 შეგირდი ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 16 ღარიბი იყო და არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთაგან 18 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთათვის გამოეგზავნათ ადვილად საკითხავი წიგნები. მისი აზრით, მსგავსი წიგნები სასარგებლო იყო ხალხში წიგნის კითხვის გავრცელებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრისთვის ბოდბისხევის სასოფლო სკოლაში სწავლობდა 60 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად სკოლამ წიგნები ნამდვილად მიიღო მისი წინამორბედის დროს, მაგრამ არ იყო დაფიქსირებული რამდენჯერ და როდის.