რეგისტრირებული ფაქტები41666
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა კ. მაყაშვილი, მდივნობდა პ. საყვარელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიორგი გვაზავას მაგიერ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან გერონტი ქიქოძე აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე და დ. დადიანი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძეს თბილისის ყველა სამკითხველოს დათვალიერება და დროებით ყველა საჭირო წიგნის ჩამორთმევა დაავალეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა სამსონ დადიანისთვის დაევალებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგისთვის ეთხოვათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებლად დანიშნულიყო დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, სოციალისტ- დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციებს ეცნობებინათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არჩეული მათი წევრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კრებას ვერ ესწრებოდნენ, ამიტომ ფრაქციებისთვის ეთხოვათ შესაფერი ზომების მიღება და კომისიის შევსება ახალი კანდიდატებით: სოც. დემ. ფრაქციიდან წარმოედგინათ ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. – გ. რცხილაძე, ნაც. დემ. – გ. გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვეშაპიძე და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივნისს რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი გვაზავა ნოე ჟორდანიას აზრს დაეთანხმა. გვაზავას მიაჩნდა, რომ სამხედრო საქმეში აუცილებელი იყო მთავრობის სიმტკიცე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რ. არსენიძემ განაცხადა, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიას განცხადებით კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი საქართველოსთვის შეუფერებელი იყო. რეფერენდუმი აადვილებდა საქმეს, რადგან ის გახდებოდა კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის იარაღი, რაც არასასურველი იყო ქვეყნისთვის. კონსტიტუციის რევიზია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით(2/3-ით) უნდა მოეხდინა. სამინისტროები უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, საქმიანი.