ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე ამილახვარს მეორედ შუამდგომლობდა. მას სურდა ამილახვარი მე-5 და მე-6 კლასების ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაენიშნათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე ამილახვრისთვის დაბალი კლასების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან ის მე-6 და მე-7 კლასების დამრიგებელი იყო. მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ის წინა წლებში ფრანგულს ასწავლიდა ფრანგული არასავალდებულო საგანი იყო, ამიტომ მას პირველდაწყებითი კურსი უნდა გაევლო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში მთავარგამგეს 14 დეკემბრის N 5127 მიწერილობის პასუხად სწერს, რომ თავისი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს ფრანგული ენა სხვა დროს არსად უსწავლებია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს მათი ქაღალდის 4 დეკემბრის N 209 პასუხად სთხოვენ, აცნობონ ბარბარე ამილახვარს სხვა დროს უსწავლებია თუ არა ფრანგული ენა. უარყოფის შემთხვევაში უმჯობესია მას ჯერ-ჯერობით დაბალი კლასები ჩააბარონ და შემდეგ თანდათანობით მისცენ გაკვეთილები მაღალ კლასებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს სწერს, რომ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს საშუალო სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს მე-5 და მე-6 კლასებში ფრანგული ენის გაკეთილები მიეცა. ამილახვარი დამრიგებლად 12 წელი მუშაობდა. ის მთავარგამგეს ამილახვრის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის შესახვედრად მუშებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგა კომისია. თბილისის გამგეობამ ამ კომისიის წევრად აირჩია გამგეობის წევრი გიორგი კონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის განყოფილება მალე მოაწყობდა მოწყალების დების კურსებს. ლექტორებად მოწვეულები იყვნენ ექიმები: ნ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, დ. ახვლედიანი, ალ. დიასამიძე, მ. მგალობლიშვილი და შალვა მიქელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობის წევრი იოსებ ბესელიძე ქალაქთა კავშირს ტრამვაის რემონტისთვის 10 ათას მეტრ რელსსა და სხვა მასალას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სოხუმის საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დელუტო, თავმჯდომარის მოადგილედ – ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი კონსტანტინე შნეიდერი, სასამართლოს წევრებად დაინიშნენ ნაფიცი ვექილი მახარაძე და ნაფიცი ვექილის თანაშემწე ვლადიმერ ემუხვარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც სიმონ მდივანი თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით თბილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ დეკრეტის საბოლოო ტექსტი მიიღეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 თებერვალს მიხეილ გვასალიას დაეღუპა შვილი (ოთხი დღის) და ამის შემდეგ ცოლ-შვილი ერთად. აღსაზრდელი დარჩა ოთხი შვილი.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალიამ სემინარიის სტუდენტის წოდებით თბილისის სასულიერო სემინარიის სრული კურსი დაამთავრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძე თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ნინო ქიქოძემ საქართველოდან საფრანგეთში შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს ქართული ანბანი გაუგზავნა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს დავით შარაშიძემ დედის, ნინო ქიქოძის საქართველოდან გაგზავნილი წერილები საფრანგეთში დაგვიანებით მიიღო, რადგან ფოსტაში არევიათ და ლევილის მაგივრად ლუისვილში გაუგზავნიათ, შემდეგ კი იქიდან ისევ საფრანგეთში დაუბრუნებიათ.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან დედას, ნინო ქიქოძეს, მოსწერა, რომ მისმა ერთი წლის შვილმა, გოგიმ ქართულად დაიწყო ლაპარაკი. ქართულს სწავლობდნენ მისი მეუღლე ელენე და მეუღლის ძმა რენეც.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 24 მაისს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან მისწერა, როგორ განიცდიდა ძმის, შალვას გარდაცვალებას.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.