ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სეით იაშვილი სთხოვს, მიეცეს მისი წიგნების ჰონორარიდან თანხა, ან ერთბაშად ან ყოველთვიურად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა იაშვილისთვის 1-ლი თებერვლიდან თვეში 25000 მანეთი. თავის მხრივ, იაშვილს ყოველთვიურად უნდა ჩაებარებინა საზოგადობისათვის საჭირო რაოდენობის წიგნი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის განცხადება საკანცელარიო ნივთების შეძენის თაობაზე. განცხადების თანახმად, მაღაზიის გამგეს უნდა ჰქონოდა უფლება, პრეზიდიუმის ნებართვით შეეძინა საკანცელარიო ნივთები 200000 მანეთის ფარგლებში. გამგეობამ ეს წინანადება მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდოზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლების გაყიდვას. ტირაჟში გამოსული 13 ჟურნალის გარდა საზოგადოებას ჰქონდა 104000 მანეთის ღირებულების ფურცელი. საზოგადო კრებამ დაადგინა ფურცლების გაყიდვა. განჩინების თანახმად, გადაწყდა ცნობების შეკრება გირავნობის ფურცლების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქშწკგ საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აცნობეს, რომ ტირაჟით გამოვიდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები. ფურცლის ნომინალური ფასი იყო 5300 მანეთი. განჩინებით ეს საკითხი ცნობად მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის აღწერის კომისიის არჩევის საკითხი. გამგეობამ დაავალა პრეზიდიუმს საწყობის აღმწერის დაქირავება და აღწერის აქტის შემდეგ სხდომაზე წარდგენა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „სერ. ქავთარაძე“ (რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი „სიძველეთა დაცვა“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „ბრძოლის ასპარეზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „წითელი სომხეთის შემოტევა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 13, ცხოვრება და თეორია).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დათა ვაჩნაძის წერილი „ადმინისტრაციის ბოროტმოქმედებანი კახეთში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი მშობლებითურთ აუწყებს ახლობლებს, რომ 15 თებერვალს სოფელ ახაშენში მეუღლის, ვერა წინამძღვრიშვილის წლის წირვა და საფლავის კურთხევა გაიმართებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნ. ლაშხიას თხოვნა ხერთვისში მაჰმადიანი ქართველებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 3 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე აფხაზის „ფინანსიური კრიზისის შესახებ“ (მოხსენების თეზისები კონფერენციაზე).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „სოციალ-დემოკრატიული კონფერენციის გამო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შეიმანი და საქართველო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ე.წ. „ლორეს ნეიტრალურ ზონაში“ განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წააგო. შედეგად, 16 თებერვლის დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს რუსეთის ჯარების შემოსევის შემდეგ ლადო გიორგობიანი მოხალისედ წავიდა ბრძოლის ველზე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია-ანექსიის შემდგომ კოტე აფხაზი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნესტორ დავითის ძე ერისთავი, გიორგი დავითის ძე წერეთელი სიმონ ირაკლის ძე ამირეჯიბი თამარა გიორგის ასულ ერისთავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კამათი მთავრობის პოლიტიკაზე“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 თებერვალს პედაგოგი ნინო მერაბის ასული ლორთქიფანიძე-თავდგირიძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე გადაიხდიდნენ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში და ქუთაისში, მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ძმა იყო.