ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე გრიგოლის ასული ჯალაბაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ე.შატბერაშვილი ფოთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ სურამის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ს. კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ლუარსაბ მურვანიშვილს, რომელმაც 26 მაისს გამართულ სადღესასწაულო საღამოზე სასწავლებელს შესწირა 1000 მან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 ივლისს სასამართლოში გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეების გარჩევა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძეს და ალექსანდრე აზნაუროვს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები კი – დამნაშავედ სცნეს. პორუჩიკ საზონ კონდრატის ძე ჩაჩიბაიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფირონი და კორდელია“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველი სამსახურის ჩათვლით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N9 ბრძანების მიხედვით, 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კონსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა წერილი „ექსპრესიონიზმი და იპრესიონიზმი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ჟურნალ „ცისარტყელაში“ იბეჭდებოდა აკაკი პაპავას, ნ. გერგესელის და სილიბისტრო თავართქილაძის წერილები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გიმნაზიაში თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს სახელმწიფო თეატრში გაიმართა მოხსენებათა დილა ომში დახოცილთა და დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებების შინაარსი ეხებოდა დენიკინის გამოლაშქრებას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ. სიტყვით გამოვიდნენ: ევგ. გეგეჭკორი, ივ. გომართელი, ალ. ლომთათიძე, აკ. პაპავა, ჰაიკ აზატიანი, პეტროსიანი, ვლასა მგელაძე და აზერბაიჯანის პარლემენტის წევრი ჯამალ ბეკოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან მასწავლებელი კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 აგვისტოს N 89 ბრძანებით მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილი ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გიორგი ლაფანაშვილმა ინახულა თომა ჩუბინიძე მის საცხოვრებელში მთაწმინდის უბანში, თონეთის ქუჩაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით ნიკოლოზ ლუკას ძე დუმბაძე ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ბოლშევიკებმა მიხა პაპუნაშვილსა და ვიქტორ ცინცაძეს ახალგორის თემში პარტიული სამუშაოების განახლება დაავალეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 88 ბრძანებით ნინო ილარიონის ასული დვალიშვილი ახალი მარტვილის გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 88 ბრძანებით დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის გიმნაზიის გერმანული და ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორის მიწერილობა კონსტანტინე აბულაძის შესახებ ინახებოდა N701 საქმეში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 87 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგი დრენიკიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი).