ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „უცხოეთში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 4 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ხიზნების მდგომარეობა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 27 მარტის გაზეთ „დროებაში“ და „შრომაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 მარტის დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადებით, მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად ილია ჭავჭავაძისთვის და კონსტანტინე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დრამატული საზოგადოების ახალი დასი შეადგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 18 მარტს დავით ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 მარტს ზაქარია ჭიჭინაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძეს შეესყიდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 16 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „დიდი ოჯახი დაგვერღვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 15 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ავსტრიის ვარამი“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 15 მარტის გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ვლადიმერ მიქელაძის კრიტიკული წერილი ქართულ ლიტერატურაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ საღამოზე კოტე ყიფიანმა, ნინო ორბელიანმა და ნოდარ ჯორჯაძემ წაიკითხეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 12 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „წინამძღოლი არა გვყავს“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „სამართალი მსწრაფლი და მართალი“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 მარტს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა იონა მეუნარგიას რეცენზია ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ შესახებ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა კინსტანტინე დადიანის პოემა „ყანშაუბეი“ (პოემა ჩერქეზების ცხოვრებიდან), რომელიც დისშვილს, გრიგოლ შარვაშიძეს, მიუძღვნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N3) დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „გაზაფხულდა“ და მისივე თარგმანი „გაზაფხულის ქუხილი“ (ლექსი თ. ი. ტიუტჩევისა).

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ N3-ში დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ ევროპაში დაცულ მასალებს თავი მოუყარეს მარი ბროსემ და აზიურმა საზოგადოებამ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა „ქართული გარამატიკის წინასიტყვაობაში“ (Elements de la Langue Georgienne; გამოიცა 1837 წელს პარიზში), რომლის ერთი ნაწილის ავტორი იყო ჰაინრიხ იულიუს კლაპროთი, ხოლო მეორესი – მარი ბროსე.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა ბროსეს მიერ შეკრებილ ქართლის ცხოვრების (1201-1755 წწ) მასალებში და ასევე მის მიერ 1838 წელს პეტერბურგის აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში(Discours prononce a l assemblee generale de l Academie des science de St-Pet.), როდესაც ის აკადემიის წევრად აირჩიეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დიმიტრი ბაქრაძე წერდა, რომ ევროპაში ქართული ენის შესწავლის აზრი გაუჩნდა ფრანგ ლინგვისტ-ორიენტალისტ ანტუან სენ-მარტინს, რომელიც იკვლევდა სომხურ ენასა და ისტორიას. ის იყო დამფუძნებელი „აზიური საზოგადოებისა“ და „აზიური ჟურნალისა“, რომელშიც იბეჭდებოდა მასალები საქართველოს შესახებ.