ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის თარგმნისას შინაარსობრივად არაფერი არ უნდა შეცვლილიყო გარდა მცირე დეტალებისა, რომელთა შეკვეცას თუ ჩამატებას თავად სცენარი მოითხოვდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ უცხო ენაზე დაწერილი პიესა ან სრულად უნდა გადმოეთარგმნათ ან ხარისხიანად გადმოეკეთებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის გადმოკეთება დიდად მიზანშეწონილი არ იყო, თუმცა თუ რეპერტუარის განახლებისთვის სხვა გზა არ არსებობდა, მაშინ ხარისხიანად მაინც უნდა გადმოეკეთებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წევრებმა წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი კომედია „ეხლანდელი სიყვარული“ და ვოდევილი „ბაიყუში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ დრამატული წარმოდგენები დიდ მარხვაში აკრძალული იყო და დეკემბრის ბოლომდე მთელი რვა თვის განმავლობაში ქართული დრამატული დასის წევრები უმუშევრები და სარჩოს მოკლებულები იყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სახასო გლეხთა მამულების შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

პედაგოგ პეტრე სიმონის ძე მესხის ცნობით, სოფელ ნაკურალეშის (ლეჩხუმის მაზრა) სასწავლებელში ზამთრის არდადეგების შემდეგ სწავლა 1886 წლის 2 მარტს განახლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „ჩემი აღსარება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სახასო სოფლებში გლეხებს მტკიცედ მიაჩნდათ, რომ მიწები თავიანთი კერძო საკუთრება იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ორი კვირით რვა მანეთად გაიყიდებოდა მიხეილ პავლეს ძე საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი წერდა, რომ პიესა „ხათაბალას“ შესახებ ბევრი რეცენზია დაუწერიათ, თუმცა ვალერიან ლევანის ძე გუნიას მსგავსი კრიტიკა, რაც ამ პიესის პერსონაჟ მარგალიტაზე დაწერა, არასდროს არავის უთქვამს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ამბავი იყო სოფლებში ყველა გლეხისთვის მამულების დაყოფა–განაწილება, რათა ადამიანებს თანაბრად ჰქონოდათ მიწის დამუშავების უფლება და შეძლებულ გლეხს ღარიბი არ დაეჩაგრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისათვის, რომ ყველა გლეხს თანაბრად ჰქონოდა სოფლის მიწების დამუშავების უფლება ქართლის 16 სოფელში გლეხებმა დაიწყეს მამულების გაყოფა. აქედან, 10-მა გაიყო მიწები, 2 სოფელი დაიწყებდა მალე, 4 კი – შეუდგა ამ საქმეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისათვის, რომ ყველა გლეხს თანაბრად ჰქონოდა სოფლის მიწების დამუშავების უფლება თბილისის 45 სოფელში გლეხებმა დაიწყეს მამულების გაყოფა. 45 სოფლიდან 12-მა გაიყო მიწები, 11 კი – შეუდგა ამ საქმეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, იმისთვის, რომ რომელიმე გლეხი არ დაჩაგრულიყო შეძლებული გლეხისაგან და მიწის დამუშავების უფლება ყველას თანაბრად ჰქონოდა ქართლ-კახეთში, სომხეთსა და თბილისის მაზრებში დაიწყო სოფლის მამულების გადანაწილება-გაყოფა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან, სახასო სოფლებში არათანაბრად ნაწილდებოდა მიწები, შეძლებულ გლეხთან შედარებით ხელმოკლე გლეხი იჩაგრებოდა, ნაკვეთის დამუშავებისა და ლუკმა-პურის გარეშე რჩებოდა, ყველა გლეხი შეთანხმდა, რომ მათ შორის თანაბრად გადანაწილდებოდა სასოფლო მამულები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ბევრმა გლეხმა აღიარა, რომ სახასო სოფელი და მისი მიწები თითოეული გლეხის საკუთრება იყო და არა რომელიმე კონკრეტული გლეხის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მიწათმფლობელობის პრინციპები შესაცვლელი იყო და კერძო საკუთრებას სათემო მფლობელობა არ უნდა გადაეწონა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა შეძლებული გლეხი საუკეთესო სათემო მიწებს დაეპატრონებოდა და დაისაკუთრებდა საშვილიშვილოდ, რის შედეგადაც ღარიბი გლეხები ხელცარიელები რჩებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან სათემო მიწების დამუშავების უფლება სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა და კერძო საკუთრება არ არსებობდა, შეძლებული გლეხი ყოველთვის სჯობნიდა ღარიბ გლეხს, რადგან ნაკვეთების დასამუშავებლად მას მეტი რესურსი გააჩნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზოგჯერ, როცა სათემო მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა და გლეხები მათ სათიბადაც ვერ იყენებდნენ, ზამთრის საძოვრად უცხო პირზე აქირავებდნენ და შემოსავალს ან სასოფლო საჭიროებას ახმარდნენ ან იყოფდნენ ერთმანეთში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზოგჯერ, როცა სათემო მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა მათ სათიბად იყენებდნენ. მთელი სოფელი ერთად თიბავდა სეზონზე ან იყოფდნენ გასათიბ ადგილებს და ცალ-ცალკე მუშაობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მიწები, რომლებსაც ზოგი სათემოს, საზოგადოს, სასოფლოს და სახასოს უწოდებდა არავის საკუთრება არ იყო. ვინც პირველად დაამუშავებდა მიწას სწორედ მისი იყო იმ წლის მოსავალი და სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა უფლება იმდენი ნაკვეთი დაემუშვებინა, რამდენიც სურდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის ძმები იყვნენ ბიძინა და აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილები.