ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში შიო არაგვისპირელის ჩათვლით 98 მოწაფე მიიღეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, აქ სასწავლებლად მთელი საქართველოდან სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლიდან ჩამოდიოდნენ.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის თქმით, 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯოჯოხეთური პირობები იყო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლებს მხეცებს ადარებდა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს კვირაში ცხრა-ცხრა გაკვეთილი ჰქონდა ბერძნულსა და ლათინურში.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებლები ყოვლად შეუწყნარებელნი იყვნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

შიო არაგვისპირელი გიჟად მოიხსენიებდა თავის ბერძნულის მასწავლებელს, რომელიც 1883-1889 წლებში ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს ბერძნული ენის მასწავლებელი ხშირად უწერდა ორიანს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, იგი განცალკევებით იდგა და ერიდებოდა იმ ათასგვარ სისაძაგლეს, რაც იქ ხორციელდებოდა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში იგი ისე დაუტანჯავს ბერძნული ენის მასწავლობელს, რომ რაღაც დროის მერე საერთოდ შეშვებია ბერძნულს და სემინარიის დამთვარებამდე აღარ მობრუნებია ამ საგანს, თუმცა ოთხზე ნაკლები ნიშანი არასდროს აღარ ჰქონია.

1883

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს ღვთისმოყვარეობა სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე გაჰყოლია, შემდეგ კი მისი რწმენა 1883 წელს ერთ დღეში დამსხვრეულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი ყოველთვის თვალცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს დახმარებას, როცაკი ამხანაგებისა თუ მასწავლებლებისგან უსამართლო დამოკიდებულებას გადაეყრებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმა, გიორგი საზაფხულო არდადეგებზე მშობლიურ სოფელში ჩადიოდნენ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მღვდლობაზე ოცნებობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მეტად ღვთისმოყვარე ახალგაზრდა გახლდათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასასრული. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასაწყისი. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882 წლის 8 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა წერილობით შეატყობინა ილია ჭავჭავაძეს, რომ არ მოსწონდა გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერდნენ სტატიებს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1883 წლიდან გაზეთს პედაგოგიური განყოფილება დაემატებოდა, ვინაიდან მსგავს თემაზე გამოცემა არ არსებობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, რაფიელ ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N12-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ ეგნატე იოსელიანი, ნიკო ლომოური, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ნანეიშვილი, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ ქანანოვი და სხვ.