ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორ ელ. ჭელიშვილს აცნობეს, რომ უფლება ჰქონდა, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის ავადმყოფ ივანოვას დაბრუნებამდე თვიურად მიეცა 628 მან. და 33 კაპ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 აგვისტოს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელი გედევან წერეთელი განათლების სამინისტროს გიმნაზიის მოსწავლეთა სიას უგზავნის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაბეჭდილია მიხ. შალამბერიძის სტატია, რომელშიც ის მკითხველს უხსნის თუ როგორ ჩნდება ტკბილში დუღილის გამომწვევი ღვინის დედა და სპირტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 აპრილს ტრაპიზონში ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი ოტომანთა საიმპერატორო დელეგაციას ატყობინებს, რომ თბილისში ბრუნდებიან. დოკუმენტს ხელს აწერს ა. ჩხენკელი. სისწორეს ადასტურებს საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ამიერკავკასიის სეიმმა ტელეგრამა გაუგზავნა ტრაპიზონში დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს და შეთანხმების მიუღწევლობის გამო დელეგაციას თბილისში დაბრუნების რეკომენდაცია მისცა. ხელი მოაწერა ხელისუფლების თავმჯდომარე გეგეჭკორმა. დოკუმენტის სისწორე დაადასტურა საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიწყო ზაქარია ჭიჭინაძის იუბილესთვის მზადება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა დელეგაცია ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს მიმართავდა, რომ მოკავშირეთა მოლაპარაკებაში ჩასართველად აუცილებელი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აპრილს, ტრაპიზონში, ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციამ უპასუხა ოტომანთა ხელისუფლების ულტიმატუმს და აღნიშნავდა, რომ იღებს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს და მზად იყვნენ განაგრძონ მოლაპარაკება მასზე დაყრდნობით. დოკუმენტს ხელს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ა. ჩხენკელი აწერდა, სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა საიმპერატორო ხელისუფლებამ გადასცა ულტიმატუმი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს, სადაც 21 მარტის დეკლარაციის შესრულება მოითხოვა, რომელიც ეხებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას. პასუხს 48 საათის განმავლობაში ელოდა. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა საიმპერატორო დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ და თურქეთის მხარემ აღნიშნეს, რომ არსებული მდგომარეობა არის არა მოლაპარაკების შეწყვეტა, არამედ შესვენება კონფერენციის მუშაობაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ აპრილს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან თბილისისკენ გამოემგზავრა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ აპრილს, ტრაპიზონის მოლაპარაკებზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო დელეგაცია უკან გაიწვიეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მარტს, ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე, რაუფ ორბეიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიამ მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება თურქეთი მოლაპარაკებაში ჩართავს მოკავშირეებს, რათა ამიერკავკასიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მოთხრობებს დასაბეჭდად ამზადებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა ნიკოლოზ ქართველიშვილსა და ლეკვიაშვილს დაავალა მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის თებერვლიდან დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის ახალი გამოცემის, „ლაშარის" გამოსვლა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ სხვა ქართველი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ძველი მწერალთა კავშირი ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეს გადახდას გეგმავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტს, ტრაპიზონში, ამიერკავკასიის დელეგაციამ აცნობა რაუფ-ბეის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს იღებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტის საღამოს 9 საათამდე ამიერკავკასიის დელეგაციამ ტრაპიზონში, თურქეთის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღო. საკითხი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას ეხებოდა. ამავდროულად ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც კიდევ 48 საათით გაგრძელდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მარტს ტრაპიზონში მყოფმა ამიერკავკასიის დელეგაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბრესტის ხელშეკრულების აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ტელეგრამით აცნობა ხელისუფლებას თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 მარტს ამიერკავკასიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით თურქეთის მხარესთან დათმობაზე წასულიყო, რათა მიეღწია სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 მარტს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელის დასკვნა გადაგზავნეს ტრაპიზონიდან თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.