ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50921

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძეს სოფელ გოჩაჯიხაიშის საზოგადოებამ სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც უარი ვერ თქვა და დასთანხმდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძემ სოფ. გოჩაჯიხაიშის სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი შესწირა და მომავალშიც დაჰპირდა დახმარებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძე ქუთაისის სამაზრო სკოლების დირექტორს ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის მოელაპარაკა და გადალახა ყველანაირი დაბრკოლება სოფელ გოჩაჯიხაიშში სკოლის დასაარსებლად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. მ. ცაგარეიშვილი იყო გოჩაჯიხაიშის სასოფლო სკოლის მასწავლებელი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძე თბილისის გუბერნიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გოჩაჯიხაიშის სოფლის სკოლა გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეების დიდი ძალისხმევისა და შრომის დამსახურებით გაიხსნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორი იყო ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა, სადაც დრამატულმა დასმა ითამაშა გოგოლის „Ревизорь-ის“ მე-2 და მე-3 მოქმედება. წარმოდგენაზე ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ავტორი იყო გოგოლი რუსულ მწერლობაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც დობჩინსკის როლი მოირგო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 7 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით თბილისის ბანკის კრებაზე მეორედ აირჩიეს დირექტორად სამი წლით ვადით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილის აღსანიშნავად ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ამავე კომედიის მე-2 და მე-3 მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. მ. მძინაროვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, მძინაროვი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის ღვაწლი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ძველ მეგობარს“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 2 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ხალხი და განათლება“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 მაისს გიორგი მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ფელეტონი „ზოგიერთი ცნობანი და მოსაზრებანი შესახებ საქართველოს ისტორიისა“.