ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა დაოჯახებული იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ივანეს ძე ილურიძე თელავის მაზრის აგენტი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფლის სკოლისთვის მიეცათ 3-3 საჟენი შეშა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სოფლის სკოლებისთვის აგენტების გაგზავნა შესთავაზა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან", არითმეტიკისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოები.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მასწავლებლებისთვის გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან" და არითმეტიკის სახელმძღვანელოების შესაძენად პრემიის დანიშვნის შესახებ ადგილობრივ გაზეთში ინფორმაცია დაებეჭდა და სახელმძღვანელოების წარდგენის დროდ 1881 წლის 1-ლი იანვარი გამოეცხადებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოახსენა. ერთ-ერთი პრობლემა სკოლებში, პირველ კლასში საჭირო ნივთების უქონლობა იყო, რაც სასწავლო პროცესს აფერხებდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გიორგი დავითის ძე შარაშიძე მასწავლებელი იყო.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი ცხოვრობდა ახალქალაქში.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დასადგმელად მსახიობების შესარჩევი კონკურსი ილია ჭავჭავაძის სახლში გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი და მიხეილ ბებუთაშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დადგმა ქართველი მწერლების მონაწილეობით ვერ მოხერხდა და მსახიობების შესარჩევად ილია ჭავჭავაძემ კონკურსი გამოაცხადა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დასადგმელად მსახიობების შესარჩევ კონკურსზე კონსტანტინე ყიფიანი მეფე ლირის როლზე აიყვანეს.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 31 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ თუ „მეფე ლირის“ როლს დათანხმდებოდა, თავის ტექსტს თავად გადათარგმნიდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზას“ გაგრძელება.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს სპექტაკლში „მეფე ლირი“ ლირის როლის შესრულება შესთავაზა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოებას მართავდა საერთო კრება. კრებაზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა წლიური ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თავმჯდომარეს (სამი წლით), სარევიზიო კომისიას, საზოგადოების გამგეობისა და ნამდვილ წევრებს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანის, ივანე მაჩაბლის, მამია გურიელის, ნინო ორბელიანის, დავით ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით შექსპირის „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა გადაწყვიტა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია საცხენისის სკოლის შესახებ, რომლის ზედამხედველმა სკოლის გასაახლებლად გამოყოფილი თანხა საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარა. ძამსაშვილის აზრით, სკოლაში არსებული ვითარება სახალხო სკოლათა დირექტორს, სერგეი სტრელეცკის უნდა გამოეკვლია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ნ......ს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნ. მთვარელიშვილის სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ცნობები „ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი“-ს ცხოვრების შესახებ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ექნებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას შესთავაზა, გამგეობის წევრები მაზრებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან სკოლების გახსნის საკითხებზე მოსალაპარაკებლად გაეგზავნათ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.