რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო როსტოვცევა ნინა ალექსის ასული. ის იყო ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებელი და თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 7000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 21200 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 30000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ჩერქეზოვა თამარა ზახარის ასული. ის იყო ისტორიის, რუსულისა და ფრანგული ენის მასწავლებელი და თანამდებობაზე რიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 14000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 32400 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 46800 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთში ნინოშვილის საღამოს გამართვას. ესენი იყვნენ: პუპი ბროკიშვილისა, ელენიჩკა ჭილაძისა, სოფიო ბერსენაძე-ბროკიშვილისა, მელქისადე მარშანია და ბესო ნიკოლაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. რედაქცია იუწყებოდა, რომ გაზეთის N 14-ში შეცდომით იყო დასტამბული შემოწირულობა 4 მან. 50 კაპ. დავით მელქაძისგან, უნდა ყოფილიყო: ნინა ივანეს ასული მელქაძისა, რომელმაც გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად 4 მან. 50 კაპ შესწირა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტს 32 ვაგონი საკლავი საქონელი მოუვიდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა ფანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, ქ. თბილისში, აგვისტოს პირველ რიცხვებში დანიშნულია გუბერნიის კომისართა თათბირი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, თბილისიდან ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს შეატყობინეს, რომ დროებითმა მმართველობამ გააუქმა საქალაქო საკრებულოები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 იტყობინება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განკარგულებით, ყველა მეეტლე ვალდებულია თან იქონიოს გამოსვლაზე დადებული ტაქსა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასურსათო სამინისტრო ყველა საზოგადო ორგანიზაციას და კერძო პირთ სთხოვს შეინახონ ტომრები. 1917 წელს საჭიროა 200 მილიონი ტომარა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, რედაქციამ მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძისგან მიიღო გაზეთის სასარგებლოდ დაბა სურამში შეგროვილი 15 მანეთი და ეპრაქსია ვაშაკიძისგან 13 მანეთი.