ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში მთავრობისგან გარანტია მიუნიჭებელი თანხის სახით 300 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქუთაისში არსებული მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის სარგებელი მოკლევადიანი სესხიდან 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის 4343 მანეთი და 89 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 ივნისს კოტე სანინელთან ერთად სვანეთისკენ გაემართა სვანეთის პოლიციის პრისტავი ზაქარია ჯორჯაძე, თარჯიმანი ბაქრაძე და პოლიციის პროპორჩიკი სამთელაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია შავშეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ხმა ლოპიანას საფლავიდან“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 27 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა და რუსთა გაერთიანებული რაზმი ზაიმისკენ დაიძრა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ პეტრიაშვილი ოდესაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი, რომლებიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურებით „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლებს ღვრიდა...“ და „სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „კავთობა სოფელ კურდღელაურში“. სტატიიდან შეგვიძლია გავეცნოთ ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის მიერ მონათხრობ ისტორიას „კავთობის“ შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“ 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია აჭარაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი ცხოვრებისეული ისტორია სათაურით „ხათაბალა“. ისტორიის ავტორის ფსევდონიმია „ანჩისხატისუბნელი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აღალო თუთაევმა დაწერა კომედია „ფული ვიტირო თუ ცოლიო“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ამოღებული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.