რეგისტრირებული ფაქტები49996
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის სამსახურიდან წასვლის მიზეზი ჰკითხა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 სექტემბერს დეკანოზი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი სწერს წერილს განათლების მინისტრს, მისი შვილის თამარ კარბელაშვილის შესახებ, რომელიც მუშაობდა თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში და ჟურნალ „ჯეჯილში“ გასამრჯელოს გარეშე, დაავადდა პლევრიტით. დეკანოზი სთხოვს მინისტრს აღმოუჩინონ მის შვილს დახმარება და გააგზავნონ აბასთუმანის სანატორიუმში სამკურნალოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა გიმნაზიის მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვის განთავისუფლების შესახებ 1920-21 სასწავლო წლის დასაწყისიდან თვით ალ. ბარნოვის თხოვნით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მასწავლებლის ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, რომელმაც უარი განაცხადა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის უფასოდ ან მცირე ფასად საჭმლის (პაიოკის) მიცემაზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 სექტემბერს მომარაგების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველი საზოგადოებისთვის სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სამინისტროს დახმარებას სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ლიუკისა და სტოქსის პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრნენ: კ. საბახტარაშვილი, ნოე რამიშვილი, რაჟდენ არსენიძე, ალექსანდრე ლომთათიძე, ალექსანდრე გედევანიშვილი, სვიმონ მდივანი და ინგლისის მისიის წევრები – ლიუკი, სტოქსი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე მიხეილ კეკელია იყო, მდივანი – ვალერიან გეგეჭკორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს სენაკის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრება ვლადიმერ დემურიამ გახსნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გიორგი გამზარდიამ 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა და გამგეობის წლიური ანგარიში დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ახალი წევრები მიიღეს. თითოეულ მათგანს გადახდილი ჰქონდა საწევრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე ვლადიმერ დემურიას ინიციატივით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: ნოე ჩხიკვაძის, ლუარსაბ ბოცვაძის, ილია წინამძღვრიშვილისა და ბესარიონ ხოფერიას ხსოვნას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე საწევრო გადასახადის 10 მანეთამდე გაზრდა მოითხოვეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ოლღა ხოფერია და გიორგი გამზარდია საპატიო წევრებად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ანდრია ჯიქია საბიბლიოთეკო სექციის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 19 სექტემბერს მიხეილ კეკელიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ვლადიმერ ლაბახუა, იოსებ სალაყაია, პეტრე დგებუაძე და დავით ჟვანია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქაღალდის უქონლობის გამო იოსებ ავალიშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემა დროებით შეაჩერეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიეცა ორი თვის ვადით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა თვიური სტიპენდიის 3 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადადო.