რეგისტრირებული ფაქტები48899
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბესარიონ ჭილაძე დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მისაღები პირველი გამოცდა ვერ ჩააბარეს.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის აგვისტოში ივანე იოსების ძე ბაქრაძე ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა და ამ სკოლაში 24 წელი იმუშავა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) სერგეი მესხის გარდაცვალების ამბავი დაიბეჭდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 319 წევრი ირიცხებოდა, აქედან 118 – დამფუძნებელი, 8 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 202, კანდიდატი – 28.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გამოაკლდნენ ეკატერინე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თამარა ჭავჭავაძე, ლევან მღებრიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობას გიორგი ქართველიშვილი იკავებდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ მიმდინარე საანგარიშო წელს 24 სხდომა გამართა. სხდომას ხუთჯერ თავმჯდომარეობდა ი.ბაგრატიონი, თერთმეტჯერ – ი.ჭავჭავაძე, ექვსჯერ – იაკობ გოგებაშვილი და ერთხელ გ. ქართველიშვილი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ზოგიერთ სოფელში შეჩერდა საზოგადოების სკოლების გახსნა, რადგან სახალხო სკოლების დირექცია სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან რუსული ენის სწავლების შემოღებას ითხოვდა.