ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სერგო მეღვინეთუხუცესს წიგნების სია გაუგზავნა.

ტიპი: ავტორობა

გულეიკარის საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა დავით ფირცხლავამ გააკეთა განცხადება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზე, მისთვის წიგნების გასაგზავნად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ივანე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი მათ მიერ გამოგზავნილი წიგნების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, კ. ნინიძე, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს მიწერილი აქვს, რომ დადგენილებას „დედაენის“ შეუსწორებლად დაბეჭდვის შესახებ არ ეთანხმებოდა თევდორე კიკვაძე. ის თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო წიგნის გადასინჯვა-შესწორება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი წიგნის საწყობებში დარაბების გაკეთების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ტერენტი წერეთლისა და ვარლამ ბურჯანაძისთვის დაევალებინათ ამ საქმის შესრულება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 5000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. მათი ცნობით, მას ვალი უკვე გასტუმრებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, გაეხსნას ახალი კრედიტი 5000 მანეთის, ამ კრედიტში მიეცეს 1000 მანეთის ღირებულების სახელმძღვანელო წიგნები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის თხოვნა, ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დათმობის შესახებ. გამგეობამ მას წიგნის არქონის გამო უარი უთხრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიგო ხეჩუაშვილის თხოვნა, რომ არსებული პირობების გამო მას ძვირი დაუჯდა წიგნების დაბეჭდვა, რადგან სხვა წიგნების დაბეჭდვაც სურდა, ჩქარობდა გაყიდვას და საზოგადოებას 500 წიგნიდან 400-ის შეძენის შემთხვევაში ნახევარ ფასად დაუთმობდა შემდეგ გამოცემებს: „ოცი ძმა“ 6 მანეთის ნაცვლად 3 მან., „ციცინათელა“ 6 მანეთის ნაცვლად 3 მან., „რუიზანი“ 4 მანეთის ნაცვლად 2 მან. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. არდიშვილის თხოვნა, დაებრუნებინათ უკან მის მიერ წარმოდგენილი გერმანული ენის გრამატიკა, ან ეცნობებინათ, ბეჭდავდა თუ არა გამგეობა წიგნს. სექციის დადგენილებით, ავტორი თუ თანახმა იქნებოდა, წიგნი განსახილველად განათლების სამინისტროსთან არსებულ სარეცენზიო კომისიას გადაეცემოდა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი ავტორის მემკვიდრეებს დაბრუნებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ნიკოლოზ ჯომარჯიძის მიერ თარგმნილი ვ. ჰიუგოს თხზულების „უბედურნი“ გამოცემის საკითხი. სექციამ დაადგინა, დაიბეჭდოს 1000 ცალი და ავტორს მიეცეს ჰონორარად დადგენილი ნორმა და გამოაკლდეს 150 მანეთი ენის მხრივ შესწორებებისთვის. გამგეობამ დაბეჭდვა შეუძლებლად მიაჩნია, რადგან ენის მხრივ ძირითად ცვლილებებს საჭიროებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. მათი ცნობით, „დედაენის“ შესწორება სასკოლო სექციისგან მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს, რომელიც ავად გახდა და ვერ შეძლო მუშაობა. სასკოლო სექციამ დაადგინა, დროის სიმცირის გამო, უცვლელად გამოეცათ „დედაენა“ და შემდეგ შეესწორებინათ. გამგეობამ დაადგინა, შეუსწორებლად დაბეჭდილიყო 50000 ცალი, ხოლო შემდეგი გამოცემა შესწორებულიყო რადიკალურად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. ვართაგავა, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყოფილი სტიპენდიატის, სარგის კაკაბაძის, განცხადება დარჩენილი სასტიპენდიო ვალის 3 თვეში დაფარვის შესახებ. ვალის ნაწილის გადახდას ის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში მიტანილი ისტორიული გამოცემების შემოსავლიდან აპირებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის განყოფილების გამგეობის ცნობა სოფელ დილიკაურში, შორაპნის მაზრაში, პუპი აბაშიძის ქალის მიერ შემოწირულ მამულთან დაკავშირებით, რომელიც იქამდე გამგეობას იჯარით ჰქონდა გაცემული. გამგეობამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო წერილი შორაპნის სამაზრო ერობის აგრარული განყოფილებიდან, რომ საზოგადოების მამულები და ქონება სოფლად გადარიცხული იყო სახელმწიფო ფონდში და შეადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. მთავარი გამგეობა ითხოვდა განმარტებას, რამდენად კანონიერი იყო ასეთი დადგენილება და გავრცელდა თუ არა ის საზოგადოების კუთვნილ მამულებზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის სამრევლო საბჭოს სათხოვარი, შეიტანოს ეკლესიის სასარგებლოდ პანთეონის ადგილის ფასი 4000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, შეეტანათ თანხა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გალაქტიონ ტაბიძის წინადადება, მისგან შეეძინათ მისი წიგნი ნაღდ ფულზე 1900 ცალი, ცალი 16 მანეთად. წიგნი გამოვიდოდა 26 მაისს. გამგეობამ გადადო ამ საკითხის განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო გომელაურის თხოვნა 100 მანეთით დახმარების შესახებ არ დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის მიმართვა, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სასარგებლოდ შეწირულებათა შეკრების საქმეს. გამგეობამ დაადგინა, მისცეს სახალხო უნივერსიტეტს დასახმარებლად 1000 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი დიმიტრი უზნაძის წიგნის „ახალი ისტორია“ შეძენის შესახებ. ისტორიის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომ წიგნის შეძენა შეიძლება. ავტორი გამგეობას უთმობდა 30%-ს და ფულის მიცემა შეიძლებოდა ნაწილობრივ. გამგეობამ დაადგინა, რომ ნაღდი ფულის უქონლობის გამო შეეძინათ მხოლოდ 500 ცალი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ მოისმინა სამწიგნობრო სექციის დადგენილება პავლე ინგოროყვას მიერ საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონის 500-600 ცალად დაბეჭდვის შესახებ და ამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა სამხედრო სამინისტროს სატოპოგრაფიო განყოფილების თხოვნა, გადაეცეს მას გადასაწერად საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონი, რაც საჭიროა მათთვის 5 ვერსტიანი მასშტაბის რუქის გამოსაცემად. გამგეობამ მისცა გადაწერის უფლება, მხოლოდ საზოგადოების კანცელარიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი შიო მღვიმელის საბავშვო ლექსების გამოცემის შესახებ. სასკოლო სექციამ დაადგინა, რომ გამოიცეს შიო მღვიმელის ლექსები ოთხ წიგნად, იპოლიტე ვართაგავას წინადადების შესაბამისად, შიო მღვიმელს მიეცეს 1200 მანეთი ჰონორარის სახით. გამგეობამ ეს საკითხი დაამტკიცა.