ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ვალად აიღო 1000 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სასარგებლოდ მიღებული თანხა 479 მანეთი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დროულად გადაუხდელი საპროცენტო თანხის გამო ჯარიმის სახით შემოუვიდა 6 მანეთი და 19 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 156 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 1017 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე გასესხებული თანხის სარგებელი 287 მანეთი და 83 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე საწევრო თანხის სახით 542 მანეთი და 45 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ლი იანვრისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით გასესხებული ჰქონდა 27 მანეთი და 51 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 1375 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის 1876 წლის მოგება 94 მანეთი და 62 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის ხვანჭაკრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე საწევრო თანხის სახით 1253 მანეთი და 25 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სასარგებლოთ შემოტანილი თანხა 55 მანეთი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ანგარიშზე 9959 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა ჭუჭყიანი ტანსაცმლით სკოლაში გამოცხადება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ დაბეჭდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის იანვრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ საცენზურო კომიტეტის სახელზე განცხადება დაწერა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ თარგმნა დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე მოგების განაწილების განხილვის დროს, ილია ჭავჭავაძემ სხდომას სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსება შესთავაზა, ეკატერინე გაბაშვილმა კი მოითხოვა ქალთა განათლებისთვისაც გამოეყოთ თანხა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის“ 91 ნომერი გამოვიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ანასტასია თუმანიშვილი ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება გადასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდების ერთი ეგზემპლარი ზაქარია გიორგის ძე ერისთავისთვის ჰქონდათ გაგზავნილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდება არ გამოადგებოდა და ხარკოვის საზოგადოებისთვის მიემართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნებული ანასტასია თუმანიშვილს სახლში დახვდა ძმა, გიორგი, რომელიც თანამშრომლობდა ქართველ ლიტერატორთა ახალ თაობასთან.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ილია ჭავჭავაძე აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.