ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძეს წესდების პროექტის შედგენა დაავალეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს საქართველოში წარმოდგენებს მართავდა ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობა. მისი თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის რეჟისორი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ივანე მაჩაბელი პეტერბურგში დაბრუნდა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაგარინის დარბაზში პირველი ქართული წარმოდგენა („მზის დაბნელება“) გამართა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს დიმიტრი ხოშტარია ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გიმნაზიის გამოცდებს და სასწავლო წლის გამეორება მოუწია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილმა დაწერა პირველი თხზულება.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილმა ქალაქ სიღნაღის შესახებ წერილი დაბეჭდა გაზეთ „დროებაში“.

1879

ტიპი: სახელი

1879 წელს ალექსი მირიანაშვილის ფსევდონიმი „ანაგელი“ იყო.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში სწავლობდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლიდან ალექსი მირიანაშვილს სამწერლო მოღვაწეობის განმავლობაში არ უზრუნია ჟურნალ-გაზეთების იმ ნომრების შეგროვებაზე, რომლებშიც მისი სტატიები იბეჭდებოდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი იყო გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი.

1879

ტიპი: ღონისძიება

ხანგრძლივი განშორების შემდეგ 1879 წელს შიო მღვიმელი ვარიანს დაუბრუნდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს შიო მღვიმელი ბესო თედეშვილთან ერთად წავიდა ჯავაში ოჯახთან შესახვედრად.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დეკანოზ ხუციშვილის დიაკვანმა შიო ქუჩუკაშვილი თბილისიდან გორში გაამგზავრა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ხანგრძლივი განშორების შემდეგ ისევ ვარიანში დაბრუნებულ შიო მღვიმელს მშობლების სახლი ცარიელი დახვდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს შიო ქუჩუკაშვილი ვარიანის შემდეგ ბრეთში თავის ბიძა მახარობელთან ჩავიდა, თუმცა სახლი აქაც ცარიელი დახვდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა მისი ძმა, შიო თბილისში ჩააბარა სიმამრის, დეკანოზ ხუციშვილის დიაკვანს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს შიო ქუჩუკაშვილმა და ბესო თედეშვილმა ჯავისკენ მიმავალ გზაზე გაიარეს სოფელ მეღვრეკისში, სადაც შიოს მეორე დეიდა ანანო ბახტაძე ცხოვრობდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს გორის მაზრაში დაბრუნებულმა შიო მღვიმელმა მთელი გზა გორიდან ჯავამდე ფეხით გაიარა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს ოჯახიდან მხოლოდ დეიდამისი, ბესო თედეშვილის მეუღლე დახვდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს დეიდამისმა უთხრა, რომ მისი ოჯახი ჯავაში იყო გადასული საცხოვრებლად.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ჯავაში ჩასულმა შიო მღვიმელმა მამამისის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.