ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, რომლის მიხედვითც აცნობებდა, რომ სასულიერო სასწავლებლის ერთად შეერთების დროს ის დარჩენილა შტატის გარეშე და არ ყოფილა დათხოვნილი. ამიტომ უფლება ჰქონდა მიეღო სალიკვიდაციო ფული თუ მოინახებოდა საბუთები მისი ადგილზე დანიშვნისა და ნამსახურების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა საკათოლიკოსო საბჭოს პასუხი, რომლის მიხედვითაც საკათოლიკოსო საბჭოს არ ჰქონდა ინფორმაცია ნიკოლოზ ბარნაბიშვილის საქმისმწარმოებლის თნამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: კ. ნინიძე, შ. დედაბრიშვილი, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, ს. იაშვილი, ი. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

საკათოლიკოსო საბჭოს სახალხო განათლების სამინისტროსთვის უნდა გაეგზავნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილის საბუთები მისი ნამსახურების ვადის გამოსარკვევად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 26 სექტემბრიდან მღვდელი არჩილ გორგაძე, თანახმად მისი თხოვნისა, საპედაგოგო საბჭოს დადგენილებით განთავისუფლებულ იქნა საქმისმწარმოებლობისგან და მის მაგიერ მიღებულ იქნა მღვდელი ნიკოლოზ ბარნაბიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ივანე გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, გასული წლის იანვარში გამგეობამ დაადგინა ხსენებული წიგნის გამოცემა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო წიგნი ვერ დაიბეჭდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ი. გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილი გამოიცემოდა, თუ ავტორი წიგნის მოწონების შესახებ სამინისტროს რეცენზიას წარმოადგენდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 26 სექტემბრიდან მღვდელი ნიკოლოზ ბარნაბიშვილი თბილისის ვაჟთა სასულიერო გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად და დაბალ მოსამსახურედ მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, ყველა ოფიციალური ცნობები და საბუთები ნიკოლოზ ბარნაბიშვილის სამსახურის შესახებ, თბილისის ყოფილ სასულიერო სასწავლებელის უკანასკნელი გამგის ი. ნატროშვილის ხელში უნდაყოფილიყო, სადაც ის ბოლოს მსახურობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებული გიმნაზიის დირექტორს უნდა წარმოედგინა განმარტება მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის მიერ აღძრული საკითხის (ბარნაბიშვილის სამსახურთან დაკავშირებით) შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გორის განყოფილების ბიბლიოთეკის გადაცემის შესახებ. გამგეობამ ფაქტი მხედველობაში მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლის მასწავლებელ კვარაცხელიას თხოვნა 6 თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. სკოლა იმჟამად ქალაქის თვითმართველობას ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი განყოფილების საშუალებით შეეკრიბა ცნობები კვარაცხელიას შესახებ, რა დროიდან ირიცხებოდა იგი ზუგდიდის სკოლის მასწავლებლად და ვინ დანიშნა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი უნდა დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის წერილი, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალის წყარო სწორედ ერთშტატიანი საქმისმწარმოებლის თანამდებობა იყო. იმ მომენტისათვის მღვდელს არც მრევლი ჰყავდა, არც ეკლესია ჰქონდა და არც სხვა რაიმე სამსახური.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა მღვდლის, ნიკოლოზ ბარნაბიშვილის თხოვნა, რომ ოფიციალურად ეუწყებინათ მიეცემოდა თუ არა სალიკვიდაციო თანხა და უზრუნველყოფდნენ თუ არა მის ცხრასულიან ოჯახს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის ქალთა საეპარქიო გიმნაზიასთან არსებული მშობელთა წრის საბჭოს შუამდგომლობა, საზოგადოების გამოცემების ღარიბ ბავშთათვის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ დახმარებაზე უარი თქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მესხეთის სასკოლო-სამკითხველოს მომწყობი კომისიის თხოვნა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სასკოლო კომისიის დახმარება გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორ ილარიონ ლორთქიფანიძის 1919 წლის 24 ოქტომბრის მოხსენების მიხედვით, იგი გრიგოლ ნათაძეს წარუდგენდა გიმნაზიის VI, VII და VIII კლასების ქართული ენის სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის პროგრამებს. მოხსენებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ იოსელიანი.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის აპრილში ქრისტინე შარაშიძეს რუსუდან ორბელმა ლენინგრადიდან თბილისში პირველი მაისის მისალოცად დეპეშა გაუგზავნა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს ანეტა მგლობლიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გიორგი ქიქოძის ხელით ბახვიდან თბილისში წერილი გაუგზავნა და გიორგი შარაშიძისა და ნინო ქიქოძის ბიოგრაფიები და სურათები სთხოვა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 20 თებერვალს ქეთევან ლომთათიძემ ქრისტინე შარაშიძეს საავადმყოფოში დაუტოვა ბარათი, რომელშიც წერდა, რომ მივიდა მის სანახავად, მაგრამ არ შეუშვეს.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ – ელენე ლომაძემ მისწერა, რომ წიგნის კითხვას ერიდებოდნენ თვითონ და ნუცა და ქეთევან შარაშიძეები, რადგან ქაღალდიდან ჭლექის მიკრობები გადადიოდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ლომაძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა აბასთუმნიდან ბახვში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს თანხმობით ანნა ივანეს ასული ბარანოვსკაია სენაკის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული და გერმანული ენის პედაგოგად დაუშვეს.