ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „დე-მარტელის გამგზავრების გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „მთავრობის თავმჯდომარის რევიზიისთვის“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი ხაშურის გვარდიის მიერ არჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის მუშაობისა და გეგმების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „კიდევ ტერიტორიული საკითხი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შტატები“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან მასწავლებელი კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გიმნაზიაში თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე გადაიყვანეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისისა და მისი გუბერნიის საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურეთა პროფ. კავშირის საბუღალტერო კურსების გამგედ მირიან თეიმურაზის ძე ბასილია მიიწვიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს წარმომადგენელის განცხადება ახალციხის გამგეობის საყურადღებოდ, რომ მოქალაქეები ილია ხარეიშვილი (იგივე ხარამ დავიდაშვილი) და იოსებ აბრამის ძე ნოდიაშვილი ბაქოში არ იმყოფებოდნენ. კონსტანტინე ტერ-აბრამოვი კი დაპატიმრებული არ ყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“  ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმში წერია, რომ სამინისტროსთან უნდა აღიძრას შუამდგომლობა, რათა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით მიეცეს 4000 მანეთი. კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დირექტორი ნ. გოგიტიძე, დედანს შეადარა საქმისმწარმოებელმა ვალერი კიკნაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ყოფილი მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო. იგი იქ მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორე ნ. გოგიტიძემ დაადასტურა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რა სახის დახმარება სჭირდებოდა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამსონ ასათიანის წერილი „სიძვირე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის „წერილი ქართლიდან“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ილია წინამძღვრიშვილის ნეკროლოგი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფ. ქარელი კულტურით ბევრად მაღლა დგას ქართლის ზოგიერთ სოფელზე. აქ არსებობს თეატრი, სადაც კვირადღეს ადგილობრივი სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავენ მასწავლებელ ნატო ყორბესაშვილის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.