ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, არსენალის სახელოსნოები სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის უფროს კალისტრატე გოგუასთან ერთად სამხედრო კომისიის წევრებმა აკაკი ჩხენკელმა, შალვა ნუცუბიძემ, გერასიმე კალაძემ და ნიკოფორე იმნაიშვილმა დაათვალიერეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ნ. საქარელის წერილი პორტუგალიისა და ესპანეთის შესახებ სერიიდან „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილება“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთი „ერთობა“ იუწყებოდა, რომ 22 ივლისის 6 სთ-ზე ნაძალადევის კლუბში დანიშნული იყო ს. ს. და მ. პ. პირველი რაიონის წევრთა საერთო კრება, სადაც ალ. ლომთათიძე წაიკითხავდა მოხსენებას „პარტიული ყრილობის მუშაობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22 ივლისის სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავდა საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის გარდაცვლილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამაში იყო: ვალიკო ჯუღელის რეფერატი „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისი თამარ ფარულავა იყო, პასუხისმგებელი გამგე — ივანე ცომაია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების მიერ წარდგენილი კანონი „საპროტეზო განყოფილების შტატის დამტკიცების შესახებ“ და სხვა საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე დ. თევზაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „თანამედროვეობა და კ. გამსახურდიას „ვაზის ყვავილობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის განცხადება, რომ გამოვიდა და ხელმომწერთ დაურიგდება ნოე ჟორდანიას თხზულებათა მეორე ტომი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გზათა დეპარტამენტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ გზათა ტექნიკოსის ხარისხზე გამოცდები დაასრულა. გამოცდა ჩააბარეს: ზაქარია კოშკაძემ, რომ. თოდრიამ და ვასილ წიტაიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იოსებ გრიშაშვილმა გამოსცა წიგნი „წითელ დროშას“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ იოსებ იმედაშვილმა არიელის ფსევდონიმით გამოქვეყნა სტატია „ავლაბრის აკადემია“, რომლითაც გააკრიტიკა იოსებ გრიშაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს აკაკი პაპავამ ჟურნალ „ცისარტყელაში“ დაბეჭდა 1913 წელს დაწერილი „თეატრის კრიზისი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სერგეი გოროდეცკიმ პეტერბურგში გამოსცა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ი. ლომაძემ დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22-23 ივლისიდან მიხეილ კავსაძის სახალხო გუნდი ჯერ ბათუმში, შემდეგ კი დას. საქართველოში გაემგზავრებოდა, სადაც შესულდებოდა ეროვნული ჰიმნი, აგრეთვე სცენები სოფლის ცხოვრებიდან ქართლ-კახური სიმღერებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა დ. ხარაგაულის (სადგური ბელაგორი) ქალთა წრის გამგეობის თავმჯდომარე ანა ედილაშვილის გამოგზავნილი წერილი რედაქციის მიმართ. ის მადლობას უცხადებს იმ პირთ, რომელთაც დახმარება გაუწიეს ხარაგოულის ქალთა წრეს, რომლის მიზანია ღარიბ მოსწავლეთათვის მოაწყოს უფასო თავშესაფარი. შემომწირველთა სია: ტარასი კიკნაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, ნიკოლოზ კიკნაძე, ვანო დეკანოსიძე, პროკოფი ფანჩულიძე, ერმანოზ ბუაჩიძე, ნოე ავალიანი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, ვასილ ყიფიანი და ელენე ხარაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, თამარ გოგოლაშვილმა გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., მარიამ პეტრეს ასულმა გვიჩიამ – 5 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N26 ცნობით, დაბა კულაშის სახალხო თეატრს ნინო გებუაძე-მიქელაძისამ აბრეშუმის ქართული კაბა თავის გულისპირით შესწირა, ელენე აპალონის ასულმა მიქელაძემ კი — მაგიდა, რისთვისაც თეატრის გამგეობა მათ მადლობას უხდიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ჩაბრძანდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე დავითის ძე შარაშიძე ბათუმის საქალაქო უმაღლეს პირველდაწყებით ქართულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე ჯოხთაბერიძე ზუგდიდის გიმნაზიიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ გობეჩია პარიზში მოსწავლეების ინსტრუქტორი იყო.