ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე ილია ჭავჭავაძე 25 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე სერგეი მესხი 100 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი წერს ქართული ეკლესიის მსახურთა გაუნათლებლობაზე და წუხილს გამოთქვამს სასულიერო სემინარიის სასწავლო კურსიდან დედა-ენის, საეკლესიო ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ამოღების გამო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის (ა. მოჩხუბარიძის ფსევდონიმით) მოთხრობა „ელისო“ (მოთხრობა ჩეჩენთ ცხოვრებიდან).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათების“ (ქართველი ქალი) გაგრძელება, ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“ და იოსებ ბაქრაძის ლექსი „სიმღერა მთესველისა“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი ქართველ სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის უცოდინრობის გამო აკრიტიკებდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს, რომელშიც თავის მოურავ დავით ციციშვილს ქალაქში ჩასვლას სთხოვდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის რეცენზია ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“ დაეთმო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კერძო სკოლის თხოვნა მერხებით მომარაგების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების თაობაზე.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გიორგი ქართველიშვილი საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, დაეკმაყოფილებინათ გუბერნატორის მოთხოვნა ხელთუბნის სკოლასთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების მიერ მიღებული დადგენილების რუსულად თარგმნისა და გაგზავნის თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თანხის მიღების თაობაზე ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის წერილობით ინფორმაციას გაეცნენ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის სტატია „საისტორიო სკოლა და საისტორიო საზოგადოება“ თანამედროვე ცხოვრებისთვის წარსულის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ოქტომბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და შეატყობინა, რომ უკმაყოფილო იყო მოურავის საქმიანობით და მის დათხოვნას აპირებდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 28 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცვლილი სათაურით „უყურადღებობა ქართული ენის მიმართ“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რაფიელ ერისთავს საზოგადოებისთვის „ანდაზებისა“ და „გრამატიკის სქემის“ შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გალობისა და ქართული ენის მასწავლებლები დანიშნეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 28 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ გაიზიარეს იაკობ გოგებაშვილის შეთავაზება, მიემართათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ დაწყებით კლასებში გაკვეთილები ჯერ ქართულად აეხსნათ და შემდეგ იგივე რუსულად ეთარგმნათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს სოფელ წინარეხის სკოლის ანგარიში და მისი გაზეთში დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 28 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლის გაუქმების შესახებ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის შეტყობინება განიხილეს.