ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისში, ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13-ში ცხოვრობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896-1901 წლებში დიომიდე თოფურიძე ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო კონტროლიორმა ფ. გ. გოგიჩაიშვილმა 1918 წლის 17 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველობას მისწერა, რომ განათლების მინისტრის მიმართვაში „საშუალო სასწავლებელთა შენობების შესაკეთებლად ხაზინიდან 30 000 მან. გამოყოფის შესახებ“ აღნიშნული არ არის, რომელ სასწავლებელს არ აქვს სპეციალური თანხა და განმარტებული არ არის ხარჯები, რომელთა გაღებაც სჭირდება ამა თუ იმ სასწავლებლის შენობის შეკეთებას.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საშუალო სასწავლებელთა შეკეთების საკითხს. ამისათვის ის 75 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდა, უპირველესად 30 000 მან. სასწავლებლებისთვის, რომელთაც სპეციალური თანხა არ ჰქონდათ, ასევე ქალთა გიმნაზიებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი განათლების სამინისტროს შტატგარეშე მოხელეთა სალიკვიდაციო ფულით დასაკმაყოფილებლად 100 000 მანეთს ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრი 1918 წლის 26 სექტემბრის მოხსენებაში „თბილისში სახელმძღვანელობის რეკვიზიის შესახებ“ აღნიშნავდა, რომ ბევრი პირი სახელმძღვანელოებით სპეკულაციას ეწეოდა, რაც აუტანელ პირობებში აყენებდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ის სთხოვდა მინისტრთა საბჭოს, დაერთოთ ნება ამ სახელმძღვანელოთა რეკვიზაციის, რათა ახალგაზრდებს მათი ნორმალურ პირობებში შეძენის საშუალება მისცემოდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 25 სექტემბრის მოხსენება ეხება თბილისის ყოფილი სათავადაზნაურო ქალთა ქართული გიმნაზიის მასწავლებელთა და მოსამსახურეთა 1918 წლის სექტემბრის ჯამაგირით დაკმაყოფილების საკითხს. ამისთვის მინისტრთა საბჭოს 2 384 მან. 12 კაპ. გამოყოფას სთხოვს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ფილიპე ლორია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

ფილიპე ლორია სხვადასხვა დროს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა [სალდათთა] აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ტრამვაის საავადმყოფო გამგეობის წევრად და პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად.

1915

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ჩხეიძის ამიერკავკასიის მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შედეგად 1915 წელს ფილიპე ლორია გათავისუფლდა, რის შედეგადაც ის გადასახლებიდან დაბრუნდა.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუას ძე ლორია ამხანაგებთან ერთად, თბილისის ტრამვაიში მორიგი გაფიცვის მოწყობისათვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლდა, ფილიპე კი სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში გადაასახლეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1905 წლებში ფილიპე ლორია ქალაქ თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა.

1918

ტიპი: განათლება

ფილიპე გლახუნის ძე ლორიამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაში.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1878 წლის 19 აგვისტოს ფილიპე გლახუნის ძე ლორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნოღაში (საჯავახოს მხარე) დაიბადა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრი 1918 წლის 31 აგვისტოს მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ, აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის თავშესაფრის განყოფილება იყო. ეს გავლენას ახდენდა როგორც სწავლა-განათლებაზე, ასევე პერსონალის შემადგენლობაზე. სასწავლებელს აგრონომი განაგებდა, რომელიც თან მათემატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო. მშობლებმა ქალაქის თვითმართველობას შუამდგომლობით მიმართეს, სასწავლებლის განათლების სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე. თვითმართველობას სასწავლებლის ხარჯების ტვირთვა არ შეეძლო, ამიტომ დროებით აუცილებელი სუბსიდიით სამინისტროს უნდა ეკისრა მისი არსებობა (ემსახურებოდა 50 000-იან მოსახლეობას). ასეთივე დახმარება სჭირდებოდა გაგრის ორ სკოლასაც. სახელმწიფო ხაზინას ამისთვის 10 000 მან. გაღება უწევდა.

1918

ტიპი: ავტორობა

ფინანსთა მინისტრმა გ. ჟურულმა (კანცელარიის დირექტორის მაგიერ განყოფილების უფროსი ალ. კანდელაკი) 1918 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორს, ფილიპე გოგიჩაიშვილს მისწერა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღების შესახებ აღძრული შუამდგომლობა, ოღონდ განათლების მინისტრმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 26 სექტემბერს მიხეილ ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, როგორ მოეწონა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე ალ. მდივანმა 1918 წლის 28 სექტემბერს საბჭოს სთხოვა, თბილისის ყოფილი თავდაზნაურთა ქართული გიმნაზიისთვის, რომელიც ახალ ბინაზე გადადიოდა, გამოეყო 20 000 მან. ძველიდან ბარგის გადასატანად მიმდინარე ხარჯებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენება სასულიერო სემინარიასთან არსებული სამრევლო სკოლის საღმრთო რჯულის მასწავლებლის გრ. გძელიშვილის ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობის წინაშე შუამდგომლობს, რათა 373 მან. 35 კაპ. გამოუყონ მასწავლებლის დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.