ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ქალთა VI გიმნაზიის ქართული ენის პროგრამა სომხური I და II კლასებისთვის შეადგინა ვ. წერეთელმა 1919 წლის ოქტომბერში. ახლავს განმარტებითი ბარათი, სწავლებისას რას მიექცევა ყურადღება.

1920

ტიპი: ღონისძიება

ქალთა V გიმნაზიის დირექტორი მ. ჯავახიშვილი (საქმის მწარმოებელი ეგნატე მენთეშაშვილი) 1920 წლის 28 იანვარს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს უგზავნის II და III კლ. ზოგადი ისტორიის პროგრამებს და პასუხობს მის შეკითხვებსა და შენიშვნებს უცხოური ლიტერატურის სწავლების, ფრანგული, გერმანულის ენების შემოღების, გეომეტრიის სწავლების შესახებ და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საინგილოს სოფელ კახის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი სხვა სოფლების სკოლების მასწავლებელთა დავალებით საქართველოს განათლების მინისტრს სწერდა, რომ საინგილოს მოქმედ სკოლებში (კახი, ალიბეგლო, ქოთოქლო, მეშაბაში, ყორღანი), სადაც სწავლა იყო ქართულ ენაზე, არ გაიცემოდა ჯამაგირი. პედაგოგები სამინისტროსგან დახმარებას ითხოვდნენ, რაც გაითვალისწინეს და სამინისტრომ 20250 მანეთი გამოყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დ.შანიძე სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1913 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული გ. შენგელია 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უცხოეთში განათლებამიღებული ა. ლეჟავა 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტუდენტი ლეონტი ნესტორის ძე რევია 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ს.პ. კანდელაკი 1913 წელს დაარსებულ სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დ. დ. ბახტაძე 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ე. გ. მაჭავარიანი სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ლ. ზ. შენგელია 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ვ. ს. მელქაძე 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შ. ა. ქართველიშვილი სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინრიის კურსდამთავრებული ზ. გ. შანიძე 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. ტ. ზოდელავა, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ნატალია ივანეს ასული კაკაბაძე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მინადორა იოაკიმეს ასული წერეთელი, წმინდა ნინოს სასწავლებლის კირსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილი 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული იულია ივანეს ასული მებუკე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გერვასი ელევთერის ძე ბარათაშვილი 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული რებეკა ისაიას ასული გამსახურდია 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე 1904 წელს დაარსებულ ქუთაისის მეორე უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კირილე ოქროპირის ძე ძოძუაშვილი ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1916 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ პორფირეს ასული ლოლაძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.