ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ახალგაზრდა გლეხის ნაამბობი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „უწყალო სენმან“.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალების მმართველობის დროს საქართველოში გაანადგურეს საეპისკოპოსო ადგილები და მონასტრები, მათი ქონება და ავეჯი კი მიისაკუთრეს. ისინი ეკლესიების მაგიერ აშენებდნენ მეჩეთებს და ძალით ცდილობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „დაუდგრომელის მწყემსისა და კეთილის მწყემსისათვის“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ისმინეთ მსმენნო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ხოვლეს სასწავლებელში 40-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და მეზობელი სოფლის გლეხებს დიდი სურვილი ჰქონდათ მათ შვილებსაც ესწავლათ, მაგრამ სასწავლებლის პატარა შენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ახალი მოსწავლეების მიღება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებელი ქართული ენისთვის განკუთვნილ დროს რუსულის, საღმრთო ისტორიისა და სხვა საგნების სწავლებას უთმობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 მაისს საქართველოს მხედრობას სიტყვით მიმართა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს ქართული მხედრობის უფროსმა იოსებ ჯორჯაძემ გრიგოლ ორბელიანს სახალხოდ მიუგო, რომ ქართველები მამა-პაპის სახელს არ უღალატებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 5 მაისს სოფელ რუისში დააარსეს რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიაში“ ქართულ ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ საოსტატო სემინარიაში ქართული ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „მართას ავადმყოფობა და ექიმის ნახვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 19 აპრილს ქართველ ცხენოსანთა ჯარმა ტყვედ აიყვანა 100 თურქი ჯარისკაცი თოფ-იარაღით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა.