ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მინდობოდა დამფუძნებელი კრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი დეკრეტის პროექტის წარდგენა საარჩევნო სიების გარანტიების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დააკმაყოფილა ჩერეპანოვის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ და მას რიმნისთველის გვარის ტარების ნება დართო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენება გასპაროვისთვის გვარის შეცვლის თაობაზე. მთავრობის დადგენილებით, გასპაროვს მესხელის გვარის ტარების უფლება მიეცა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში იმამზადე მეჰმედ ედიბის, ჰათუნზადე აჰმედ ნურედინისა და ჰიჯაბიზადე აჰმედ აკიფის თაოსნობით მომზადდა მიმართვა ბათუმის მოსახლეობისადმი, რომელსაც ისინი მოუწოდებდნენ, არ დაეჯერებინათ ბათუმის ოლქის საქართველოსთვის შეერთების მომხრე ჰაიდარ აბაშიძისათვის (თულუმბაზადესთვის).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში სვიმონ მდივანმა ანკარიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა, რომ თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქების დაცლა მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში სვიმონ გურგენის ძე მდივანმა ანკარიდან საქართველოს მთავრობას მისწერა, ჰკითხა, დათანხმებოდა თუ არა თურქეთის მთავრობას ბათუმის საქართველოს ფარგლებში დატოვების სანაცვლოდ ართვინისა და არტაანის დათმობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ თბილისში ანკარის მთავრობის წარმომადგენელ კიაზიმ დირიქს დახმარება სთხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში სიმონ მდივანმა ნოე ჟორდანიას აცნობა, რომ თურქეთის 3-მა მინისტრმა მთავრობის სახელით სიტყვიერი თანხმობა განაცხადა საქართველოს მდგომარეობის განმტკიცებამდე ბათუმის ოლქის დაკავებაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში ნოე ჟორდანიამ ბათუმის დასახმარებლად თურქები მოიწვია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში თედო ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლიდან, გასაბჭოების პირველი დღიდანვე, ვასო კაპანაძე ენერგიულად იბრძოდა დამპყრობელთა და კომკავშირელთა წინააღმდეგ. რამდენჯერმე დაატუსაღეს, მაგრამ ყოველთვის მალე დააღწია თავი ჩეკას და განაგრძო მუშაობა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში ნესტორ გარდაფხაძე იუნკერთა ასეულს მეთაურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. „თბილისი – საქართველოა, და ვინც თბილისს სტოვებს, ის ტოვებს საქართველოს“ – იყო მისი პასუხი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა დასავლეთისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და თიანეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდიონ კედია) რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „გერმანელთა ახალშენები საბჭოთა აზერბაიჯანში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ისტორიული აუცილებლობა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის „ბიბლიოგრაფია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნოე რამიშვილის წერილი „კიდევ ერთი ‘სიმკაცრე’“.