ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების შესახებ, რომლებმაც ერთიანი ძალებით ააშენეს მონასტერი. გარკვეული დროის შემდეგ ეს მონასტერი ბერძენმა ბერებმა დაისაკუთრეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია დუშეთის მაზრაში არსებული ვითარების შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია თამარის მეფობის დასრულების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კერძოდ, აღწერილია ოსმალებსა და სამცხე საათაბაგოს მმართველებს შორის დაპირისპირების პერიოდი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ოჰ ვით გვემტყუნვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის შემოსავალი 414 085 მანეთი, ხოლო გასავალი 444 548 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საზოგადო კრების დაუკითხავად ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას კალიის გასაწყვეტ ღონისძიებებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტროს დირექტორმა ტელეგრამით აცნობა თბილისის საადგილმამულო ბანკის მმართველობას, რომ მინისტრმა დაამტკიცა ბანკის წესდება და მხოლოდ 68-ე მუხლი დატოვა უცვლელად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, თუ როგორ იცავდა ოსმალეთი საქართველოს სპარსეთისა და ბიზანტიის ბატონობისგან და როგორ ცდილობდა ქართველთა სარწმუნოების, განათლებისა და ერთიანობის შენარჩუნებას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ პირველად ქრისტიანობამ სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ადერკის კერპთაყვანისმცემლობის გავრცელება სურდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისათვის დაწყებული ომის დროს ოსმალებმა მოახერხეს და საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მათი მფარველობის ქვეშ მოაქციეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელება დაიწყეს, ამ დროს ოსმალები ბაგრატიონების მეთაურობით ქრისტიანობის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველები საღმრთო წიგნებს თარგმნიდნენ და აარსებდნენ მონასტრებს, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცათ საჭირო განათლება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „იევრია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1014 წელს მეფე ბაგრატ III-ის ხელმძღვანელობითა და ოსმალების დიდი ღვაწლით საქართველო გამთლიანდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25-26 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. კრებაზე 1876 წლის საქმიანობის ანგარიში და ბანკის წესდების ცვლილების პროექტი განიხილეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 აპრილს ლევან ჯანდიერმა ქართული მხედრობისთვის სადილი გამართა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 23 აპრილს ფოთის ნაპირებთან მდგარი ოსმალთა ხომალდები ნიკოლაევსკისკენ წავიდნენ, საიდანაც ზარბაზნების სროლის ხმა ისმოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 22 აპრილს ოზურგეთიდან მიიღეს შეტყობინება რიონის მხედრობის მოქმედებასთან დაკავშირებით.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 22 აპრილს ბათუმიდან ფოთის გავლით გაიარა ოსმალთა სამმა საომარმა ხომალდმა, საიდანაც რამდენჯერმე ზარბაზანი უსროლიათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „სოლაღას ლექსი“, რომლის ავტორი ქვედა აჭარაში მცხოვრები გლეხი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველო, კერძოდ გურია, აჭარა და ქობულეთი ჰქონდა დაკავებული, ხოლო რუსეთს ქართლ-კახეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 60 678 მანეთი და 48 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის 1877 წლის 1-ელი იანვრისათვის არსებული ბალანსი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 18 აპრილს ქალაქ ფოთის სიახლოვეს შეამჩნიეს ოსმალთა სამი სამხედრო ხომალდი, რომლებიც შემდეგ სოხუმისკენ წასულან.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).