ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლის პერიოდში, ჯავახეთი ხშირად გადადიოდა ოსმალების მფლობელობაში.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლისას ჯავახეთის სკოლებში დირექტორებისა და ინსპექტორების თანამდებობები სულ უნივერსიტეტებისა და აკადემიების კურსდამთავრებულ რუსი ეროვნების ჩინოვნიკებს ეკავათ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილის სწავლისას ჯავახეთის სკოლის მასწავლებლები სამაგალითო სისუფთავეს იცავდნენ სასწავლებლებში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში ბარალეთის სკოლაში ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა უმიზეზოდ გაკვეთილზე დაგვიანება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის ბარალეთის სკოლაში სწავლის პერიოდში, მასწავლებლები დისციპლინას მკაცრად იცავდნენ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილი არაერთხელ დასჯილა ქართულად ლაპარაკისთვის.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას მასწავლებლებს დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამასწავლებლო სემინარია ან ინსტიტუტი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლის პერიოდში სასწავლებლის რუსი ეროვნების ხელმძღვანელობა ცდილობდა, მოზარდი თაობისათვის რუსული ენა ესწავლებინა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას რუსული ენის დამკვიდრების გამო მოზარდებს სწავლა უძნელდებოდათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას ქართველი პედაგოგები, გარაყანიძე, წითლანაძე, ხმალაძე, მატარაძე, ბენდელიანი და პეტრიაშვილი ერიდებოდნენ მოსწავლეთა სასტიკი ხერხებით დასჯას.

1877

ტიპი: ღონისძიება

თეოფილე ხუსკივაძემ 1877 წელს პირველად გორში გამართულ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას მასწავლებლები იყვნენ პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი).

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ივანე ოდიშარიასთან ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელისთვის მისაბაძი პიროვნებები იყვნენ ნიკო მარი და გიორგი ლასხიშვილი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში პანსიონში ყურადღებას იქცევდნენ და ნიჭით გამოირჩეოდნენ ნიკო მარი და გიორგი ლასხიშვილი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლიდან ქუთაისში სასწავლებლად გადასული დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ნიკო დადიანთან ცხოვრობდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს სერგი მესხმა მოგზაურობა დაიწყო ქართველ მაჰმადიანებში და აღწერა მათი ყოფა-ცხოვრება.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ ქართულად წერა-კითხვა ცხრა წლის ასაკში, 1877 წელს ისწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ცხრა წლის ასაკში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ქართული ენის უცოდინრობის გამო თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის პირველ მოსამზადებელ კლასში დასვეს, მეორის ნაცვლად.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ პირველადი განათლება მარტვილის დაწყებით ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო 1877-1884 წლებში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობა ხშირი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში თედო სახოკიას მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობას იმდენი მომხრე და მიმდევარი ჰყავდა, რომ ეს საქმიანობა სირცხვილად არ ითველბოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შვიდი წლის განმავლობაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობა მუდმივ შიმშილში ცხოვრობდა.