ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს აკაკი ჩხენკელის დიდი ძალისხმევით მოკავშირეთა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ აირჩია მთავარი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეებად - ვასილ წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე, წევრებად - სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, შალვა ქარუმიძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე აფხაზი, რაფიელ ინგილო, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კონსტანტინე ტყავაძე, იასონ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ახმეტელი, სერგო დანელია, ტიტე მარგველაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ წვერავა, მიხეილ ჯავახიშვილი, ლევან ჯაფარიძე, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე, ალექსანდრე თორაძე, იასონ აფაქიძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი ამირეჯიბი, იოსებ ხანანაშვილი, დიმიტრი დუმბაძე, ელისე პატარიძე, კალისტრატე მისაბიშვილი და ნიკოლოზ დგებუაძე.

პირები
გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ნიკოლოზ ესტატეს (ევსტათის) ძე წვერავა ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა ალექსანდრე დავითის ძე თორაძე გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ვასილ გიორგის ძე წერეთელი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი მიხეილ ნიკოლოზის ძე იშხნელი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ადამაშვილი) რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) სპირიდონ მალხაზის ძე კედია სერგი იოსების ძე დანელია რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკი (რ. ინგილო) დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის ძე თავდგირიძე კალისტრატე მისაბიშვილი იასონ ვლადიმერის ძე ჯავახიშვილი
წყარო

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იესე დანელია სერგი დანელიას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს იესე დანელიას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ერთობის“ პუბლიკაციები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ახალი კაბინეთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ს. დარიანის (სერგი დანელია) წერილი „ტერმინი ეროვნული დემოკრატია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბრაზმორეული ბანაკი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძის, ტიტე მარგველაშვილის, კოტე აფხაზის და სხვათა მიერ წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოში“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დადგენილებით, მთავარ კომიტეტში სრულუფლებიან წევრებად შედიოდნენ სამაზრო კომიტეტების ყველა თავმჯდომარე, ქუთაისის კომიტეტიდან - თავმჯდომარე და მისი მოადგილე. კონფერენციამ სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩია: გ. ჯანელიძე, ნ. კაიშაური, გრ. ნიჟარაძე, ალ. ლორთქიფანიძე და შ. ბერიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს, ასლი − სტუდენტთა გამგეობას. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ასლი − სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს და მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დახურვისას ალექსანდრე ასათიანმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა პარტიების გაერთიანების მნიშვნელობა და მათ წარმატება უსურვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციაზე შეგროვდა თანხები: შალვა ქარუმიძე − 2000 მან. იასონ ჯავახიშვილი − 125 მან. იოსებ მაჭავარიანი − 2000 მან. ა. ჯავახიშვილი − 300 მან. ქესკინა ნაიშვილი − 200 მან. გოთუა − 500 მან ა. ცინცაძე − 1000 მან. ა. შანშიაშვილი 1000 − მან. ირ. ჭანიაშვილი − 200 მან. დავით კორაშვილი − 100 მან, სეს. ლეჟავა − 500 მან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე წაიკითხეს სერგი დანელიას თეზისები ტაქტიკის შესახებ, ვინაიდან ის თავად თბილისში არ იმყოფებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს აცნობა, რომ ბანკის საბჭოს წევრად ფინანსთა სამინისტროდან პროკოფი ჯაფარიძე დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, საფრანგეთის მეაბრეშუმეთა საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის დადებული ხელშეკრულების შესახებ მთავრობამ დაადგინა, განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან მილიონ ნახევარ გირვანქა სტერლინგის სესხზე დადებული ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, დამტკიცებულიყო ხელშეკრულება და განსახილველად გადასცემოდა დამფუძნებელ კრებას.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ზაქარია ჯავახიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.