ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49966

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს, ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების დამტკიცების შემდეგ, ახალი გამგეობის წევრები აირჩიეს, თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე დარჩა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივნად აირჩიეს, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კი – ხაზინადრად.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში ალექსანდრე ყაზბეგი თეატრში მუშაობდა.

1880

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1880 წელს სასტუმრო „ლონდონში“ ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელი გაიცნო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ვასილ კირვალიძე სასტუმრო „ლონდონში“ მუშაობდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილი მოსკოვში გადავიდა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს თედო სახოკია და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხვა მოსწავლეები მარტვილიდან ახალ სენაკში გადაიყვანეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ ვასილ ბარნოვი დაინიშნა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დავით კლდიაშვილი რუსეთის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა. მისი აზრით, ბავშვების აღრზდის, გონებრივი ჩამოყალიბებისა და ამავე დროს მათი გადაგვარების, ყოველივე ქართულის მივიწყების პროცესებისთვის თვალის მიდევნება მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ქართული საზოგადოებისთვის.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ვალოდია ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იანი წლებიდან გრიგოლ აბაშიძე იყო პოეტი.

1880

ტიპი: ავტორობა

გრიგოლ აბაშიძე ადრეული ასაკიდან ავლენდა სამწერლო ნიჭს და უკვე 1880-იან წლებში მისი ლექსები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დედის სურვილით შევიდა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ერთხანს სწავლობდა ოდესაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ნიკოლოზ დარსკი იყო არქიმანდრიტი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში აკაკი წერეთლის ლექსის „ხანჯალი“ წაკითხვის შემდეგ შიო მღვიმელს რუსული ენის სწავლის გაგრძელება აღარ უნდოდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.