ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ბანკის წლიური ანგარიში განიხილეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე მეორედ აირჩიეს ბანკის მმართველად.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კოლეგებს ქართული თეატრისთვის 3000 მანეთის გამოყოფა შესთავაზა. სხდომამ ილიას წინადადება მიიღო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძეს ცენზურამ ნება მისცა „გლახის ნაამბობი“ ცალკე წიგნად გამოეცა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი დაამტკიცეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 12 ივლისს კონსტანტინე მამაცაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას მოახსენა, რა რაოდენობის წიგნები და სასკოლო ინვენტარი იყო საჭირო რუისის ახალგახსნილი სკოლისთვის.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ბომარშეს კომედია „სევილიელი დალაქი ანუ ამაო გაფრთხილება“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „ვედრება“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის მოთხრობა „ალი“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თეატრის სცენაზე ილია ჭავჭავაძის არაერთი ნაწარმოები დაიდგა, მათ შორის „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე გენერალი კონსტანტინე მამაცაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თავადებსა და აზნაურებს თავიანთი შემოსავლით დაეარსებინათ საკუთარი გიმნაზია.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ხელის მოწერა თბილისში მიიღებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში და ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის თხზულება „ვარინკას ვეჩერის“ გაგრძელება.

1879

ტიპი: სტატუსი

პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, შვეიცარიაში ცხოვრების დროს ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების საპატიო წევრი იყო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების 1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოების პრიორიტეტი იყო: დაწყებით სასწავლებელში სწავლის ქართულ ენაზე წარმართვა, არსებული სკოლების დახმარება და ახლების გახსნა, სახალხო სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება, სახელმძღვანელოებისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის გამოცემა, ახალი პედაგოგების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთაგან და პედაგოგიური კურსების გამართვა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზია ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“ და ლექსზე „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?“

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი თუმანიშვილის წერილის „ორიოდე სიტყვა სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ დასასრული გამოქვეყნდა.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე გოჩაჯიხაიშში ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას დაესწრო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 15 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი თუმანიშვილის კრიტიკული წერილის „ორიოდე სიტყვა სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო გელოვანი ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა ცხოვრობდა სოფელ ლაჯანაში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია სოფელ ლაილაშში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის ლექსი „ოცნება“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტი რაფიელ ერისთავის ნაწარმოებიდან „ზარხოში“.