ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

1879

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1879 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა ბიძა მახარობელ ქუჩუკაშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში ახალი სამსახურის პოვნის შემდეგ ოჯახი და ძმა, შიო დროებით ყვარელში დატოვა დეკანოზ ხუციშვილთან.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მეორედ იმოგზაურა აჭარაში.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს სახლ-კარი მთლიანად მოშლილი დახვდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ორბელიანმა ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად პლატონ იოსელიანის მოთხრობა „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“ გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილი ახალციხეში აფთიაქის გახსნას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატია „პეტერბურგი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ხატისოვი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სერგი მესხი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში მიხეილ ჯორჯაძის კომედია „ჰაეროსტატი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ფრიდონაშვილი ხმოსანი იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის თვითმმართველობის მეორე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი თბილისის თვითმმართველობის მეორე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.