ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა ბათუმში გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში ჩასაბარებლად.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გაევსკი იყო საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის, მედვედევის თანაშემწე.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკი ფლობდა საკუთარ სახლს ქალაქ თბილისში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ალექსანდრე თოიძეს იჯარით ქონდა აღებული კონსტანტინე მუხრანსკის სახლი თბილისში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ნიკო ნიკოლაძე იყო ფოთი ქალაქისთავი.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის აგვისტოში აბასთუმანში გარდაიცვალა ვალოდია ლორთქიფანიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართული საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის თავმჯდომარედ მიხეილ ხელთუფლიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ფილიპე მახარაძე ვარშავის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი იყო.

1892

ტიპი: ნასამართლეობა

1892 წელს ვარშავის ჟანდარმერიამ ფილიპე მახარაძე დააპატიმრა აკრძალული ლიტერატურის ფლობა-გავრცელების გამო.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ფილიპე მახარაძე ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს სლავოჩინსკი იყო ქუთაისის გუბერნატორი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი პიატიგორსკში იმყოფებოდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ანდრია ღულაძე იყო საბავშვო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ნებიერიძე იყო ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ დიასამიძე იყო გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯაბადარი იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭყონია იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ დემურია იყო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლით დათარიღებული ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერიდან, რომელიც მან დაურთო თავისი ძმის, ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიას ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ალექსის გულის ასთმა აწუხებდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ავადმყოფობამ შეაფერხა ალექსი მირიანაშვილის ყოველგვარი საქმიანობა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 14 დეკემბერს ალექსი მირიანაშვილი ავად გახდა.