ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49966

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მდივანი ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო განყოფილებაში ხაზინადრად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს თბილისის გიმნაზიის პედაგოგი რუდოლფ კარლის ძე შენგერი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარელი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საცენზურო კომიტეტში ქართული ენის უმცროს ცენზორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს აკადემიკოსი გუსტავ ივანეს ძე რადე კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ივანე ანდრიას ძე ზუბალაშვული კავკასიის ოლქის გლეხთებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1879 წლებში ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა სესხი დაუმტკიცა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში იონა მეუნარგიამ დედნიდან გადმოიწერა ნანუჩა ციციშვილის მიერ დაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ დამატება.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო სხვადასხვა დროს საქართველოდან გატანილ ქართულ ხელნაწერებს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო ფრანგული მწერლობის ნიმუშებს საქართველოს შესახებ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს იონა მეუნარგია ჟენევიდან პარიზს გაემგზავრა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს დავით ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესაში „გეო, მინას და კომპანია“ მონაწილეობის მისაღებად ნატალია გაბუნია მამამ თბილისში ჩამოიყვანა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1878 წლებში მოსე ჯანაშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში მუშაობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძის მიერ გამოცემულ მოწაფეთა ჟურნალში თანამშრომლობდნენ ვალერიან გუნია და ოსკარ შმერლინგი.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს იაკობ ფანცხავამ სწავლა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც შედგებოდა სამი მოსამზადებელი და ოთხი ძირითადი კლასისგან.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა კარგად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და კლასში ერთხელაც არ დარჩენილა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე მათემატიკას ასწავლიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელი.

1876

ტიპი: სახელი

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, მოსწავლეებს „დიაკვნებს“ ეძახდნენ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკია მარტვილის პირველ მოსამზადებელ კლასში უმთავრესად წერას სწავლობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს ქართულის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა იმ დროს.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.