რეგისტრირებული ფაქტები52179
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, თამარ გოგოლაშვილმა გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., მარიამ პეტრეს ასულმა გვიჩიამ – 5 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N26 ცნობით, დაბა კულაშის სახალხო თეატრს ნინო გებუაძე-მიქელაძისამ აბრეშუმის ქართული კაბა თავის გულისპირით შესწირა, ელენე აპალონის ასულმა მიქელაძემ კი — მაგიდა, რისთვისაც თეატრის გამგეობა მათ მადლობას უხდიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე დავითის ძე შარაშიძე ბათუმის საქალაქო უმაღლეს პირველდაწყებით ქართულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე ჯოხთაბერიძე ზუგდიდის გიმნაზიიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იოსებ გობეჩიას ცნობით, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს იმავე წლის შემოდგომაზე პარიზში გამოფენა უნდა მოეწყოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მუსტაფა ჩიმურ-ოღლიმ და მუჰამედ აღა ქერქაძემ აკაკი ჩხენკელს დეპეშით აცნობეს, რომ 12 ივლისს ართვინში გიორგი ანჯაფარიძეს 28 სოფლის წარმომადგენლები შეხვდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის შრომის კომისარი ქელბაქიანი ბათუმის შრომის განყოფილების საქმეების ინგლისის სარდლობისგან მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. ასევე გაემგზავრნენ რესპუბლიკის ნავსადგურების სამმართველოს უფროსი ინჟინერი მამაცაშვილი და შარაგზების სამმართველოს წარმომადგენელი ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობის“ საშუალებით სოფელ კოტიანეთის სამკითხველოს გამგეობამ მადლობა გადაუხადა ფოთის სანაოსნო სანაპიროს მუშებს, რომლებმაც გარდაცვლილი ამხანაგის, ბიქტორ ჭუბაბრიას სახელზე სამკითხველოს 3 000 მანეთი შესწირეს, აგრეთვე შემდეგ პირებს: კალისტრატე მაჯალაძეს, ნესტორ ლეჟავას, დონია სიჭინავას, მიხეილ გოგიას, ვარლამ ცეკვაშვილს, სალომე მანჯგალაძისას, ძმებ მიხა და პლატონ კილასონიებს, რომლებსაც 12 ვერსზე სამკითხველოს ჟურნალ-გაზეთები უფასოდ დაჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს ხონში სამუსიკო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა გამართა ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს მწერალი ვასილ ბარნოვი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ალექსანდრე ციციშვილი ნაფიც მსაჯულად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე რევაზ გაბაშვილი ნაფიც მსაჯულად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლოში დანიშნული სხდომა თბილისის ყოფ. გენერალ-გუნერნატორის, პოლკ. შ. მაღლაკელიძის და სხვათა საქმეზე გახსნა ოლქის სასამართლოს წევრმა მ. ორჯონიკიძემ. ბრალდებულთა დამცველებმა კანონიერი რაოდენობის მსაჯულთა გამოუცხადებლობის გამო გადადება მოითხოვეს. მაინც გადაწყდა საქმის დაწყება. ბრალმდებელი იყო პროკურორის თანაშემწე შოთა დადიანი. მაღლაკელიძესთან ერთად პასუხისგებაში მიცემულნი იყვნენ თბილისის საგუბერნიო ბატალიონის ყოფ. უფრ. პორუჩიკი საზონ კონდრატის ზე ჩაჩიბაია და ყოფ. ხაზინადარი დავით გრიგოლის ძე შენგელაია, თბილისის საგუბერნიო კომისარიატის ყოფ. ბუღალტერი ვალენტინ ვიკენტის ძე იუშკევიჩი, თბილისის საგუბერნიო ბატალიონის კვარტიმეისტერი ნესტორ სვიმონის ძე ხოშტარია, ახალციხის ყოფ. კონსული ალექსანდრე იოსების ძე აზნაუროვი.
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.
ტიპი: ღონისძიება
საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.