რეგისტრირებული ფაქტები49996
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სვიმონ როსაპის ძე მაჭავარიანის თხოვნა დიდტანიანი „ვეფხისტყაოსნის“ დაწესებულ ფასში დათმობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ცალი 500 მანეთად მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია ხოშტარიას თხოვნა, თხზულების „მოლიპულ გზაზე“ ჰონორარის (რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა) გადახდის შესახებ. გამგეობამ მისთვის 5 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 19 ივნისის N70 ბრძანებით საქართველოს მუზეუმის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისთვის დასახმარებლად თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება 46 წიგნზე ფასის მომატების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილების თხოვნა განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. ბათუმის განყოფილება სამინისტროს მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის შესანახად თანხის გამოყოფას სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საზოგადოების წევრი კარპეზ ბერიძე, რომელიც რწმუნებულად აირჩიეს დაესწრებოდა საზოგადოების წლიურ ყრილობას თბილისში. ხელს აწერენ თავმჯდომარე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს ვლადიმერ დემურია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს დეკანოზი გიორგი გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერიამ გიორგი გამზარდიას, ვლადიმერ დემურიასა და მიხეილ ნოდიას მისწერა, 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიურ კრებას სენაკის განყოფილების სახელით დასწრებოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ბ. შარაშენიძე მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N80 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძე ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დამტკიცდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 ივნისს საქართველოს ელჩმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა 23-24 თებერვალს გორში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობის წერილი მიიღო გერმანელი მეცნიერებისგან. ეს ამბავი მათთვის შეუტყობინებია საელჩოს ატაშეს, ფილოსოფიის დოქტორს, კონსტანტინე გამსახურდიას. ხელს აწერენ: ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჰენრიხ ბრანდერბურგი, პროფ. დოქტ. ვახ. რიხარდ შმიტი, ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მეკელაინი, ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი, ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იაჰანესნოი ჰუსი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს მიხეილ ნაკაშიძემ ომში დახოცილ მეომართა ოჯახების დასახმარებლად 100 000 მანეთის შემოწირულება გაიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 12 ივნისს სანიტარული ბიუროს ინსპექტორმა მეუნარგიამ განაცხადა, რომ ქალაქის განაპირა უბნები საშინელ სანიტარულ მდგომარეობაში იყო და თვითმმართველობას საჩქარო ზომების მიღება სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწვიტეს, „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელი კომისიებისთვის ჰონორარი 1920 წლის ივნისის ბოლომდე მიეცათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიის ხარჯებისთვის ავანსად 3 000 მანეთის მიცემის შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის თხოვნა თავისი პირველი წიგნის ჰონორარიდან 5 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ 3 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ედილაშვილის წინადადება მისი საინგილოს შესახებ შედგენილი დასურათებული წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ ედილაშვილს ნაშრომის წარდგენა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიის შესადგენად საათში 100 მანეთის მიცემის შესახებ. მისი აზრით, ნაშრომის დასამთავრებლად 28-56 საათი იქნებოდა საჭირო. გამგეობა სახოკიას წინადადებას დაეთანხმა.