ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს (მოსკოვიდან ბაქოში) წერილით აცნობა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში არ უშვებდნენ და თავისი დატოვებული თანხის ნაწილის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „უმე!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ბესარიონ ღოღობერიძის წერილი „ქუთაისის ბანკის საქმე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „სპარსეთის შაჰი პარიზში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ბეს. ღოღობერიძის ტიტინი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან სახელობის დღის მისალოცი დეპეშა მიიღო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ბესარიონ ღოღობერიძის წერილისა „მოთხრობა ჩემის ოინობისა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქუთაისის ბანკის საქმე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „პასუხი იაკინთე ყიფიანს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ სიმონ სტაროსელსკისთვის გუვერნანტ ქალს ეძებდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე არქეოლოგიური ნიმუშების შესასწავლად აჭარაში გაემგზავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 13 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „გაკვრა-გამოკვრა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 13 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ლიცეუმის დირექტორიპავლე ლეონტიევი დათანხმდა, მისი დისშვილი, სიმონ სტაროსელსკი ლიცეუმში მიეღოთ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილის წერილი „ბეჟანიანი, ძველი მწერლობა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ნურაფერს-უკაცრავად“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს ნ. სკანდელის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები, ქუთაისი, 1 ივლისს“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტის შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად პეტერბურგიდან გიორგი ორბელიანმა 24, ხოლო ვანო მაჩაბელმა 3 მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ივლისში ჟურნალ „კრებულის“ №3-ში „გლახის ნაამბობის“ IX-XII თავები და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის ივლისში სიმონ სტაროსელსკი მოსკოვში ილია ჭავჭავაძესთან ცხოვრობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვის ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელ ვოლკოვს შეხვდა და ბანკში პრაქტიკის გავლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის ივლისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 29 ივნისს ნ. სკანდელის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „გაკვრა-გამოკვრა“ გამოქვეყნდა.