ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ყოფნისას თარგმნა ფრიდრიხ შილერის ლექსი „ცრემლთა შინა ნუგეში“. ორიგინალში ნაწარმოების სათაურია „ქალწულის ჩივილი“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა „გუთნისდედის“ მეორე ვარიანტი დაწერა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ქართვლის დედა".

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს უსათაურო ლექსი „როცა შევყურებ...“

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს ილია ჭავჭავაძე სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით მეორე კურსზე გადაიყვანეს.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ბევრი ვიტანჯე...“

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა პირველი რედაქცია ლექსისა „ვაი, მას ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად...“, რომელიც იწყება სიტყვებით: „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ჰაინრიხ ჰაინეს მიბაძვით პეტერბურგში დაწერა ლექსი „მეცა მქონია კარგი მამული“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „ლოყით მოეპყარ...“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიურის“ მიბაძვით პეტერბურგში დაწერა ლექსი „ჩემი თარიარალი“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „რისთვის მიყვარხარ?“.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს 7 წლის სოფრომ მგალობლიშვილს მამამ, ზაქარიამ ქართული ანბანის სწავლა დააწყებინა ხარის ბეჭზე.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-89 წლებში მარკოზ როსტომის ძე აბაშიძე სოფ. დარყის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი 1858 წელს ქუთაისში დაიბადა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-75 წლებში იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე საღანძილის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-89 წლებში მარკოზ როსტომის ძე აბაშიძე სპეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „ცისკარში“ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილმა სტავროპოლის სემინარია დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მოთხრობა „დიამბეგობის“ წერა, რომელიც იმ ფაბულითა და სათაურით აღარ განაგრძო, მისი ცალკეული პასაჟები მოგვიანებით მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში გამოიყენა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის პირველ ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სწავლის გადასახადი შეიტანა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძეს მისცეს პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების უფლება.